საქართველოდან გერმანიაში მოგზაურობა შესაძლებელია ვაქცინირებულებისთვის
საქართველოს მოქალაქეს გერმანიაში ტურისტული მიზნით შეუძლია
გამგზავრება, თუ ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, დაშვებული ვაქცინებია
"ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "მოდერნა" "ჯონსონ ენდ ჯონსონი", -
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.
ვაქცინაციის ბოლო დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს 14 დღე.
კოვიდვაქცინირებულს ნებისმიერი მიზნით შეუძლია გერმანიაში შესვლა,
გარდა ე.წ. მუტაციური ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან შემოსული
პირებისა. პისიარ სწრაფი ტესტის წარდგენა სავალდებულო არ არის,
აეროპორტში პისიარ/სწრაფი ტესტის ჩატარება არ ხორციელდება.
იზოლაცია/კარანტინი სავალდებულო არ არის....