მიუღებელია პატარა პარტიების დასჯა

მიუღებელია პატარა პარტიების დასჯა – ხომ წარმოუდგენელია, რომ მამუკა ხაზარაძე “ლეიბორისტული პარტიის” ინტერესებს იცავს, მაგრამ ასეა სამართლიანობა,- ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ არ დაუჭირა „ლელომ“ მხარი “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს. მისივე თქმით, კიდევ ერთი მიუღებელი დეტალი მათთვის მაჟორიტარებთან დაკავშირებით დაწესებული 40%-იანი ზღვარი გახდა. “სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები („ქართული ოცნებიდან“) ვერ გამოვიდნენ წარსულიდან და გული მწყდება, რომ ახალგაზრდა ხალხია და საუბრობენ წარსულზე, სხვა არგუმენტი არ დარჩენიათ, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ფრაქციამ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ჩვენთვის რამდენიმე ფაქტორი გახდა იქ მიუღებელი და ამიტომ არ მივიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში. ეს იყო მაჟორიტარებთან დაკავშირებით უცბად 40 პროცენტიანი თემის შემოვარდნა, რაც არ განხილულა ინტენსიურად და ბოლო დღეს იქნა ჩაწერილი და ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტში ვიცით ერთადერთი ციფრი, ეს არის 43 პროცენტი, სხვა პროცენტზე საუბარი არ ყოფილა. ასევე ჩვენთვის მიუღებელია პატარა პარტიების დასჯა, ხომ წარმოუდგენელია, რომ მამუკა ხაზარაძე “ლეიბორისტული პარტიის” ინტერესებს იცავს, მაგრამ ასეა სამართლიანობა და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს. ამიტომ გადავწყვიტეთ სიურპრიზების გამო არ ვყოფილიყავით უბრალოდ ხელის მომწერები და შევიკავეთ თავი. ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით შარლ მიშელის დოკუმენტს და ამას ვითხოვთ ყველასგან,”- განაცხადა ხაზარაძემ. რაც შეეხება “სტრატეგია აღმაშენებლის” მხრიდან პროექტის მხარდაჭერას, ხაზარაძე ამ საკითხზე დასმულ კითხვას ასე პასუხობს: “იმიტომ ჰქვია “სტრატეგია აღმაშენებელს” “სტრატეგია აღმაშენებელი” და “ლელოს”- “ლელო”. შეგახსენებთ, “ლელომ” საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. პროექტის განხილვისას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის ფრაქციამ “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ იმ ნორმის შეცვლა მოითხოვა, რომლის მიხედვით, თუკი იმ პარტიათა რაოდენობა, ვისაც ცესკო-ში წევრის დანიშვნის უფლება აქვს, ცხრაზე მეტია, ცესკო-ს წევრის დანიშვნისას უპირატესობა იმ პარტიას მიენიჭება, რომელსაც მეტი საბიუჯეტო დაფინანსება წარმოეშობა. როგორც ოპოზიცია განმარტავს, აღნიშნული წესის ამოქმედების შედეგად, ცესკო-ში წევრის დანიშვნის უფლება “ლეიბორისტულ პარტიას“ ერთმევა, რაც დისკრიმინაციულია და სამართლის პრინციპებსა და “საარჩევნო კოდექსის“ ლოგიკას ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის სწორედ ამ ჩანაწერის საფუძველზე ცესკო-ში წევრის დანიშვის უფლება პარტიას “ევროპელი დემოკრატები“ ეძლევა, რო...
წყარო

Shale

თბილისი
  • 3 თვის წინ

Melisa

თბილისი
  • 2 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 13 თვის წინ

Natali

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Lata

თბილისი
  • 9 საათის წინ

Natash

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Nurbanu

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anamaria

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lana

თბილისი
  • 1 თვის წინ

Taso

თბილისი
  • 3 თვის წინ

Eleniko

თბილისი
  • 5 საათის წინ