დამატებით ცენტრებში აცრა მხოლოდ ჩინური წარმოების ვაქცინებით ჩატარდება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის
დამატებით მოწყობილ ცენტრებში მხოლოდ "სინოფარმით" და "სინოვაკით" იქნება
შესაძლებელი ვაქცინაცია.
"ფაიზერის" ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა იქნება მხოლოდ კლინიკებში.
ვინაიდან ეს გარკვეული უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია.
"ასტრაზენეკასთან" მიმართებაშიც მათ ხელმისაწვდომობა ექნებათ
კლინიკების ნაწილში. ხოლო ჩინური ვაქცინებით "სინოფარმით" და
"სინოვაკით" ვაქცინაცია მათ შეეძლებათ დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის
ცენტრებში", - განაცხადა მინისტრმა კლინიკებსი ხელმძღვალენებთან
შეხცვედრისსას.
მისივე განცხადებით, არის რესურსი, რომ დღიურად 17 ათასი ადამიანი აიცრას....