ივლისიდან ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს

დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ჩვენ ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში ამ ეტაპისთვის მობილიზებული რესურსით, დღიურად 17 000 მოქალაქის აცრა არის შესაძლებელი. „დღეს ჩვენ ვმართავთ შეხვედრას იმ კლინიკების წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში და ასევე, გვინდა დავაანონსოთ, რომ დღეს იწყება საკმაოდ მნიშვნელოვანი პროცესი, ივლისიდან ჩვენ ველოდებით მილიონზე მეტ ვაქცინას და ჩვენ ვიწყებთ პანდემიასთან ბრძოლის ახალ ეტაპს, რომელიც გულისხმობს პანდემიის დამარცხებას მასობრივი ვაქცინაციით. დღევანდელი შეხვედრა გულისხმობს იმას, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ კლინიკებთან გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება გადასაჭრელი იყოს მასობრივი ვაქცინაციის პროცესის დაწყებამდე, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არანაირი შეფერხება ამ პროცესში და ასევე, სახელმწიფო გამოთქვამს მზაობას ყველა იმ საჭირო პრობლემატიკის გადაჭრის, რაც კლინიკებს შეიძლება გააჩნდეს. კლინიკების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პერიოდის მანძილზე დააგროვეს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ქვეყნის მასშტაბით დღესდღეობით აცრილია 262 ათასზე მეტი მოქალაქე, რაც არ არის დიდი რიცხვი, თუმცა საკმაოდ დიდი დინამიკა აქვს ვაქცინაციის პროცესს. მე დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მასობრივი ვაქცინაციის დაანონსების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურობის მოლოდინი გვაქვს ჩვენ მათი მხრიდან. მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოქალაქეებისთვის იმის ცოდნა თუ რამდენი ვაქცინაციის პუნქტი არსებობს ქვეყანაში, რა არის მათი გამტარუნარიანობა და ასევე, რა არის შემდეგი გეგმა სახელმწიფოსთვის. ამ ეტაპისთვის ჩართული არის 200-მდე კლინიკა, სადაც მუშაობს 281 ამცრელთა ბრიგადა, თითოეული ამცრელი ბრიგადის გამტარუნარიანობა არის 60 პაციენტი 8 საათიანი გრაფიკით, თუმცა ჩვენ წინა კვირაში არა ერთი სამუშაო შეხვედრისას კლინიკების მხრიდან მოვისმინეთ, რომ მათ აქვთ მზაობა და ასევე, შესაძლებლობა, რომ გაზარდონ გამტარუნარიანობა როგორც ბრიგადების დამატებით, ასევე შესაბამისი საათების დამატებით, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი არის დასაქმებული და შესაბამისად, მათ ესაჭიროებათ იმ დროების შესაბამისად ხელშეწყობა, რომ ხელმისაწვდომი ჰქონდეთ ვაქციანა და ამასთან მიმართებაშიც კლინიკების მხრიდან დაფიქსირდა მზაობა და ჩვენ გავზრდით ასევე სამუშაო საათებს. იმ რესურსით, რაც ამ ეტაპისთვის არის საქართველოში მობილიზებული ჩვენ შეგვიძლია დღიურ რეჟიმში 17 000 მოქალაქის აცრა, რაც 25-დღიანი სამუშაო ჭრილის პირ...
წყარო
  • VIP

N i a a

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Nita tbilisi

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 4 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 22 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 13 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nino

თბილისი
  • 30 წუთის წინ

Lika

თბილისი
  • 2 თვის წინ

Natalia

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lika

ბათუმი
  • 13 საათის წინ

Emma

თბილისი
  • 1 თვის წინ