რუსეთმა მესამე ჩეხური NGO შეიყვანა არასასურველი ორგანიზაციების სიაში
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველად მიიჩნია რუსეთის ტერიტორიაზე ჩეხური საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცის, „ინფორმაციის თავისუფლების საზოგადოების“ საქმიანობა. გენპროკურატურის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ეს ორგანიზაცია მუქარას წარმოადგენს რუსეთის კონსტიტუციური წყობისა და უსაფრთხოებისთვის.
გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების ტექსტი გადაეგზავნა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს. ჩეხეთის ორგანიზაციის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნება იმ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში, რომლებიც არასასურველად არიან მიჩნეული.
ჩეხეთის რადიოს ცნობით, ორგანიზაცია ამ სიაში 36-ეა და მესამე იმათ შორის, რომლებიც ჩეხეთში მუშაობენ.
მანამდე ამ სიაში მოხვდნენ ჩეხეთის ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო ორგანიზაციები People in Need („ადამიანი გასაჭირში“) და Prague Civil Society Centre („პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი“).
...