პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციას გამართავს, მოახლოებული არჩევნების ფონზე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 30 ივნისს გამართავს ყოველწლიურ პრესკონფერენციას, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში იზრდება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები და მოახლოებულია არჩევნები. ეს პრესკონფერენცია ტელევიზიით გადაიცემა ხოლმე, პუტინს ქვეყნის მოქალაქეები კითხვებს უსვამენ, რითიც, ანალიტიკოსების აზრით, პუტინს სურს აჩვენოს, რომ მზადაა უპასუხოს რიგითი რუსების პრობლემებს. ღინისძიებას ოფიციალურად "პირდაპირი ხაზი" ეწოდება. წელს ამ პრესკონფერენციას 11 კვირაზე ნაკლები აშორებს საპარლამენტო არჩევნებიდან - რომელიც ბოლო მნიშვნელოვანი კენჭისყრა იქნება პუტინის ამჟამინდელი ვადის ამოწურვამდე 2024 წელს. კრემლის მიერ ორგანიზებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პუტინს გზა გაუხსნა პრეზიდენტად დარჩენისკენ, შესაძლოა 2036 წლამდე - თუმცა სტალინის შემდეგ რუსეთის ყველაზე ხანგრძლივი ვადით მმართველ პუტინს არ უთქვამს, აპირებს თუ არა ხელისუფლებაში დარჩენას. წინა წლებში კრემლი "პირდაპირი ხაზის" სახელით ცნობილ პრესკონფერენციას იყენებდა იმის საჩვენებლად, რომ პუტინი მზრუნველი, თანაგრძნობით სავსე ლიდერია, რომელსაც შეუძლია ილაპარაკოს რუსეთის წარსულის და აწმყოს წარმატებებზე, თუმცა ასევე ყურადღება მიაქციოს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ნაგავსაყრელები და გადაუხდელი ჯამაგირები. წელს ქვეყანა კორონავირუსის მორიგი ტალღის პირობებშია, იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი - რამაც შეაშფოთა ოფიციალური პირები და საჯარო ცხოვრებაში შეზღუდვების აღდგენა გამოიწვია. ...
წყარო

Tata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Renna transi

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Natia

თბილისი
  • 13 თვის წინ

Dada

თბილისი
  • 2 საათის წინ

Sara

თბილისი
  • 13 საათის წინ

Ani

ბათუმი
  • 16 წუთის წინ

Asia transi

ბათუმი
  • 4 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Nini❤

თბილისი
  • 29 წუთის წინ

Ina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 14 საათის წინ