რომან გოცირიძე: ქუჩის აქციები დაიწყება, მოსამართლეების დამტკიცებას თუ შეეცადნენ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი რომან გოცირიძე რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების მცდელობას ისეთივე მძიმე შედეგები მოჰყვება, როგორც ეს დახლოებით წელიწადნახევრის წინ იყო. „გახსოვთ 10 მოსამართლე რომ შემოიყვანეს და იუსტიციის საბჭოს არც კი განუხილავს, დაბეჭდილი ფორმითაც კი არ მოიტანეს და ვიცით, ხომ ის ფურცელი ათკაციანი, ხელით დაწერილი იყო ვიღაცის. მაშინ დაიწყო „ქართული ოცნების“ დაშლა. ამ 10 მოსამართლის დამტკიცება ვერ შეძლეს მათ და იძულებული გახდნენ გაეწვიათ იმიტომ, რომ მას მოჰყვა პროტესტი, როგორც პარლამენტში შიგნით, დარბაზებში, კომიტეტებში, ისევე ქუჩაში. მაშინ დაიწყო ქუჩის აქციები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, ქუჩის აქციები კვლავ დაიწყება, თუ „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დამტკიცებას შეეცდება. три „შემდგომ იმ 10-დან ნახევარი დამტკიცდა, მაგრამ მას მოჰყვა სერიოზული მამხილებელი პროცესი და გახსოვთ, რა ღონე არ ვიხმარეთ, ყველანაირი ღონე ვიხმარეთ, „დიდოსტატის მარჯვენა“ ვინ დაწერა ისიც კი არ იცოდა ერთ-ერთმა მოსამართლემ და ამაშიც კი ვამხილეთ. ყველა ფორმა გამოვიყენეთ და ამ ფორმით ერთ-ერთი სერიოზული ზემოქმედების ბერკეტი იყო ქუჩა. ქუჩაში ვიდექით იმ ზამთარში და შეშას გვპარავდნენ. ეს ყველაფერი განმეორდება, თუკი ჭკუა და გონება არ იხმარა ხელისუფლებამ და კიდევ ერთხელ დაინახავენ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, ვისთან აქვთ საქმე“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ. „დილის საუბრებში“ მან იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი შეაჩერებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელმაც განიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 29 ივნისს პროტესტის ნიშნად დატოვეს. ერთობლივი განცხადება გააკეთეს ფრაქციების „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა. მათ მოითხოვეს რეფორმის სამუშაო ჯგუფი ზუსტად ისე შეიქმნას, როგორც ეს არის გათვალისწინებული "შარლ მიშელის" შეთანხმებით, მანამდე კი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი შეჩერდეს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9-წევრიანი სია წარუდგინა: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშ...
წყარო

Natali

თბილისი
  • 21 დღის წინ

Mariami

თბილისი
  • 3 თვის წინ

❤ანუკი❤

თბილისი
  • 3 თვის წინ

Kristin

თბილისი
  • 10 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nigina

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Mariami

ქუთაისი
  • 9 დღის წინ

Alina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 6 საათის წინ
  • VIP

Ele

თბილისი
  • 57 წუთის წინ
  • VIP

Mika 21 wlis

ბათუმი
  • 4 საათის წინ