შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებია

შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს. ამირან ქრისტესიაშვილი და ნუგზარ სამხარაძე რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულის, ვალერიან მჭედლიძის დანიშვნის შემდეგ გადადგნენ. ყოფილი მოადგილე ნუგზარ სამხარაძე თანამშრომლებს და საზოგადოებას ფეისბუკპოსტით დაემშვიდობა და გადადგომის მიზეზად პირადი საქმეები დაასახელა. მან მადლობა, პირველ რიგში, ყოფილ გუბერნატორს, ამჟამად პარლამენტის წევრს, გიორგი ხოჯევანიშვილს გადაუხადა. ხოჯევანიშვილი გიორგი გახარიას გუნდის წევრია და მას შემდეგ, რაც ის ამ გუნდს შეუერთდა, შიდა ქართლში მისი კადრების გათავისუფლება დაიწყო. ზოგიერთი თანამდებობის პირი ამბობს, რომ პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს თანამდებობას, ზოგი კი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობს. ასე იყო გორისა და ხაშურის ვიცე-მერების გადადგომის შემთხვევაში. ერასტი ელიჯარაშვილმა, პაატა ივანიშვილმა და ზურაბ როსებაშვილმა გადადგომის მიზეზად პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა დაასახელეს. შიდა ქართლის მსგავსი ვითარება სამეგრელოშიც შეიქმნა. გადაყენების და გადადგომის სერიას კი პარლამენტიდან გიორგი ხოჯევანიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც "ქართული ოცნება" მათი მომხრეების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნაში დაადანაშაულა. სამხარაძეს და ქრისტესიაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ისინი მხოლოდ ფეისბუკპოსტებით შემოიფარგლნენ. უკვე ცნობილია, რომ ახალმა გუბერნატორმა ერთ-ერთ მოადგილედ, პარლამენტის ყოფილი წევრი თემურ ხუბულური დანიშნა. ...
წყარო

Leka

თბილისი
  • 1 საათის წინ

Nica

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 2 წუთის წინ

Liza

თბილისი
  • 22 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 25 თვის წინ
  • VIP
  • 100%

Emma

ბათუმი
  • 5 დღის წინ

Laura

თბილისი
  • 11 თვის წინ

Natali kavita

თბილისი
  • 5 თვის წინ

Eka

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 1 საათის წინ

Eva

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

ვიკა

ბათუმი
  • 40 წუთის წინ