სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 39 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის
დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა შემცირდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან
თბილისში გამოვლენილია 663 შემთხვევა, შემდეგ მოდის იმერეთი - 95,
კახეთი - 52, ქვემო ქართლი - 51, აჭარა - 38, შიდა ქართლი - 18, გურია
- 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი - 12,
სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ჩატარდა 30 579 ტესტი, სულ ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 980
ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 877 პირი, გარდაიცვალა 11 ადამიანი....