კახა კალაძე გამოეხმაურა „TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას

წალკის მუნიციპალიტეტში „TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე. „სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ისეთ მძიმე ფაქტს, როგორიც არის მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა. ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას", - წერს კალაძე „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე. როგორც ქალაქის მერი აღნიშნავს, დარწმუნებულია, დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება. „TV პირველის" გადამღები ჯგუფის საკითხზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მისი ცნობით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. „TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ „ფეისბუკზე" დაწერა, რომ ტელეარხის გადამღებ ჯგუფს წალკაში თავს დაესხნენ. „სრული განუკითხაობა ქვეყანაში - თავდასხმა მოხდა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, რომელიც წალკაში ქუჩაში გამოსული ხალხის პრობლემების გასაშუქებლად ჩავიდა. გამგებელი და მისი ბიძინა, რომელიც არაფორმალური მმართველია, ფიზიკურად გაუსწორდა ჩვენს ჟურნალისტს და ოპერატორს, დააზიანეს სამაუწყებლო აპარატურა", - აცხადებს ნოდარ მელაძე. ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 13 საათის წინ
  • VIP
  • 100%

Taso

თბილისი
  • 5 საათის წინ

Maria♥️♥️♥️

თბილისი
  • 21 დღის წინ

Qetiii

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Likyna

თბილისი
  • 10 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tekla

თბილისი
  • 10 დღის წინ
  • VIP

Vika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Sopo

თბილისი
  • 7 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 13 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 7 საათის წინ