20-მდე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ უთხრა.
"ვინც ვერ შეძლო კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე გამოცხადება, მას აუცილებლად დაენიშნება დამატებითი სესიები", - განაცხადა გორგოძემ.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 1 ივლისს დაიწყო და რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თუ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდება, მან უნდა დარეკოს ცენტრის ცხელ ხაზზე და მონაცემები ჩაანიშნინოს. ცენტრი ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრში გადაამოწმებს, შემდეგ კი დაუკავშირდება აბიტურიენტს და ეტყვის გამოცდის ჩანიშვნის თარიღს.
...