"ღირსების მარშის" უსაფრთხოების დაცვისკენ შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტიდან მოუწოდებენ

"ღირსების მარშის" ორგანიზატორები და მხარდამჭერები შინაგან საქმეთა მინისტრს მათი უსაფრთხოების დაცვისკენ პარლამენტიდან მოუწოდებენ. პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა ერთობლივი ბრიფინგი პარლამენტში გამართეს. ასევე ნახეთ პრაიდი იწყება - ვინ იცავს და ვინ ეწინააღმდეგება ღირსების მარშს "მე ვისურვებდი, რომ ეს კვირეული ჩატარდეს მშვიდობიანად, ისე, როგორც შეეფერება ევროპულ ქვეყანას, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და კანონის წინაშე ყველა თანასწორია... სამწუხაროდ, გვესმის ძალიან მძიმე მუქარის ტექსტები კონკრეტული ჯგუფებისგან, ძალადობისკენ მოწოდება. დავიბარეთ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში იმისთვის, რომ უპასუხოს ყველა კითხვას და გვქონდეს 5 ივლისს მარშის უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები. სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს პასუხი... კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მინისტრს, გამოცხადდეს პარლამენტში, როგორც ამას ითხოვს კანონი და გვიპასუხოს, როგორ აპირებს ადამიანების დაცვას", - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ. "მედიის განვითარების ფონდის" დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა პრაიდის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა: "ვერცერთი საზოგადოება ვერ განვითარდება, თუ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ ექნება შესაძლებლობა გამოხატოს და ისარგებლოს კონსტიტუციური უფლებით... ეს არის ქართული სახელმწიფოს ტესტი - ტესტი იმისა, როგორ ქვეყანას ვაშენებთ". ასევე ნახეთ გაერო და დიპლომატიური მისიები პრაიდის კვირეულის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოში "პრაიდის კვირეული" დღეს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება. 5 ივლისს დაგეგმილია ღირსების მარში, რომლის წინააღმდეგაც ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები სხვადასხვა აქტივობებს აანონსებენ. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 21 დღის წინ

Ailin

თბილისი
  • 9 საათის წინ
  • VIP

Teona

ქუთაისი
  • 28 წუთის წინ

Lizi 7

ბათუმი
  • 5 საათის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Nini

ქუთაისი
  • 11 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 7 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 11 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 10 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 11 თვის წინ