დე ფაქტო ხელისუფლება თბილისს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს

ჟენევის დისკუსიის 53-ე რაუნდზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა სოფელ ჩორჩანის საპოლიციო საგუშაგოს აღება და საქართველოს ხელისუფლება დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა. ამის შესახებ ოსური მედია იუწყება. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქართული მხარის „პროვოკაციული ქმედებები აღიქმება, როგორც დაძაბულობის განზრახ ესკალაცია და უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე სტაბილური და უსაფრთხო ვითარების შენარჩუნებისა და განმტკიცების შესაძლებლობაზე“. ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შესთავაზეს ე.წ საზღვრის სადემარკაციო-სადელიმიტაციო ერთობლივი კომისიის შექმნა. საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს საერთოდ არ განიხილავს, რადგან ე.წ საზღვარი ქართული მხარისთვის საოკუპაციო ხაზია, ხოლო რაც შეეხება ჩორჩანის საგუშაგოს, ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩორჩანის საგუშაგოს აღებას არ აპირებს, რადგან ეს საგუშაგო მდებარეობს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას ემსახურება. ასევე ნახეთ  ჟენევის დისკუსია კონკრეტული შედეგის გარეშე ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიის მორიგი რაუნდი 29-30 ივნისს გაიმართა. ამ შეხვედრაზე ცხინვალის და სოხუმის ციხეებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხიც დადგა. ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 12 საათის წინ

ზიზი

თბილისი
  • 4 საათის წინ

Mari

თბილისი
  • 11 თვის წინ

Elena

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Elay kazashka

თბილისი
  • 4 თვის წინ

Annaa

თბილისი
  • 11 თვის წინ

Irinka

თბილისი
  • 8 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 7 თვის წინ

Sali

ქუთაისი
  • 2 თვის წინ

Gvanca.

ქუთაისი
  • 2 თვის წინ

Anano

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Liaa

ქუთაისი
  • 4 დღის წინ