საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 100-ზე მეტი
ადამიანი აიცრა. მათი 0,2% ვირუსით მაინც დაინფიცირდა - განაცხადა დაავადებათა
კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, ერთჯერადად აცრილებში ეს მაჩვენებელი 0,8%-ია.
"მედიცინაში აბსოლუტური, 100% დაცვა არ არსებობს. მაგრამ დღევანდელი
ეს აცრები იცავს 80-დან 95 პროცენტის ფარგლებში. ყველა ეს ვაქცინა
იცავს გართულებისგან და ფატალური შედეგებისგან", - აღნიშნა
გამყრელიძემ.
საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინების, სინოფარმის და სინოვაკის
მილიონი დოზა ჩამოვიდა. ვაქცინაცია ორშაბათიდან, 5 ივლისიდან
განახლდება. ივლისში ელოდებიან "ფაიზერსაც"....