დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა დიუსელდორფი - თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა

გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Eurowings-მა 4 ივლისს დიუსელდორფი - თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. თავდაპირველად დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია ყოველ კვირას, 21 ივლისიდან კი კვირაში ორჯერ, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. გერმანიიდან ჩამოსულ 171 მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები და "ტავ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა დახვდნენ. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ეს რეისი არის გზავნილი, რომ „ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ძალიან მაღალი ტემპებით აღდგება და ავიაციაც კვლავ რეკორდულ ნიშნულებზე იქნება“. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ კი აღნიშნა, რომ დიუსელდორფის მიმართულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა და წინასწარმა გაყიდვებმაც გაამართლა. „ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის და გააფართოებს“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ. გერმანიის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ დროისთვის სამი ავიაკომპანია: Georgian Airways (ბერლინი), Lufthansa (მიუნხენი), Eurowings (დიუსელდორფი) - ფრენებს კვირაში 9 სიხშირით ასრულებს. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lizi

ბათუმი
  • 7 დღის წინ

Ilona

აბასთუმანი
  • 4 თვის წინ

მარიკა

თბილისი
  • 6 საათის წინ

Dada

თბილისი
  • 8 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 28 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • VIP

Алена

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Frea

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ilona dominantka

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sofa

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 11 თვის წინ