მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა! განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა რუსთაველის გამზირზე, რადიკალური ჯგუფების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება და მოუწოდებს აგრესიულ ჯგუფებს შეწყვიტონ ძალადობა. “მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს და მოვუწოდო ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. დაუშვებელია ძალადობა და განსაკუთრებით ვგმობ ჟურნალისტების და ზოგადად, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას – ეს მიუღებელია! ჩემი მხარდაჭერა პოლიციელებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, თავდაუზოგავად შრომობენ იმისათვის, რომ დაიცვან მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები და აღკვეთონ ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო დაიცავს სახელმწიფოებრივ წესრიგს და უზრუნველყოფს მშვიდობას! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, არ დავუშვათ ძალადობა,”- წერს სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, დღეს საპატრიარქოს მოწოდებით, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, მათ დაარბიეს კარვები, ასევე ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი ჰომოფობიური ჯგუფები “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს. განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემპასუხისმგებლობა ღირსების მარშის ორგანიზატორებს დააკისრა, აქციაზე მისულმა ბოდბელმამთავარეპისკოპოსმა იაკობმა კი პრაიდის ორგანიზატორებსა და მედიას....
წყარო

Natali ❤️

თბილისი
  • 3 საათის წინ

Likuna

თბილისი
  • 10 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 10 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 3 თვის წინ

Katrin

თბილისი
  • 10 დღის წინ

Sofya

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Ilona dominantka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nini

ბათუმი
  • 4 საათის წინ

Niniko

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 10 დღის წინ