დევიდ კრამერი: ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა

„საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს მოხდა, არამარტო იმიტომ, რომ მათ არ დაგმეს ის რაც მოხდა, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუწყვეს [მომხდარს]. ეს საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს“, –  აცხადებს დევიდ კრამერი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. დღეს დილას, მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და თქვა რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა “ღირსების მარშის” ჩატარებას რუსთაველის მოედანზე. მისი განცხადების პარალელურად სიძულვილის ჯგუფები პრაიდის წინააღმდეგობის სახელით ძალადობრივ აქციას მართავდნენ, არბევდნენ კარვებს და აქტივისტების ოფისებში შესაჭრელად ემზადებოდნენ. „ჩვენ [შეერთებულ შტატებში] უნდა მოვითხოვოთ ღარიბაშვილის გადადგომა და სანქციები იმათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია იმაზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა“, – აცხადებს დევიდ კრამერი საქართველოში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას. თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელიც. „დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრება და დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება მათი საქმიანობის შესრულებისას. სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მისი მხარდამჭერებისთვის“- წერს ის....
წყარო

Tika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Oksana

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 26 თვის წინ

Maka varketili

თბილისი
  • 8 დღის წინ

Elay kazashka

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ela

თბილისი
  • 12 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 თვის წინ

Lola.

ბათუმი
  • 46 წუთის წინ

Irinka varketili

თბილისი
  • 8 დღის წინ

Leluka

ბათუმი
  • 15 წუთის წინ