საოკუპაციო ძალებმა სოფელ ატოცში მავთულხლართების გაბმა გააგრძელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ატოცში „ბორდერიზაციის“ პროცესი განაახლეს. მანამდე ჩასმულ ძელებზე მათ მავთულხლართები გააბეს. ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ იუწყება და სოციალურ ქსელში ფოტოებსაც ავრცელებს. მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას, განცხადებით, მავთულხლართები, დაახლოებით, 50 მეტრზეა გაბმული, თუმცა იქვეა დატოვებული დახვეული მავთულები, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაოებს გააგრძელებენ. ქაცარავა ამ ფაქტზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას ითხოვს. საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში წელს მაისის თვეში გამოჩნდნენ და ძელების ჩასმა ატოციდან ოქონის მიმართულებით გააგრძელეს. მისი სიგრძე, ჯამში, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრია. ღობეების პერიმეტრზე გავლებულია, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები. ატოცელები აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალები სოფელთან ახლოს წელიწადში რამდენჯერმე ჩნდებიან და მუშაობას აგრძელებენ. ადგილობრივები მავთულხლართების სიახლოვეს არსებულ ნაკვეთებში ვეღარ მიდიან, რადგან რუსეთის მესაზღვრეები იქ მუდმივად პატრულირებენ და მათი დაკავების საფრთხე დიდია. ...
წყარო

Bela transi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Mia

თბილისი
  • 2 თვის წინ

Bubu

თბილისი
  • 3 თვის წინ
  • VIP

Niako

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Your mistress in a fantasy world

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 26 თვის წინ

Eva

ბათუმი
  • 14 დღის წინ

Nica

თბილისი
  • 10 საათის წინ

Miako

თბილისი
  • 4 დღის წინ

მაგდა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ekyna

თბილისი
  • 6 დღის წინ