ვიყავით პლატოზე და ერთი კვირაა დადებითობის მაჩვენებელი მიდის ზემოთ - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდა.
სწორედ ამიტომ, ვირუსის გავრცელების შეკავების გზად მასობრივი
ვაქცინაცია მიაჩნია.
"ვიყავით პლატოზე და ერთი კვირაა, ყველა მაჩვენებელი, ინციდენტობის
ანუ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი მიდის
ზემოთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად აიცრან",
– ამირან გამყრელიძე.
მისივე ცნობით, კორონავირუსის ინდური შტამი ბევრ ქვეყანაში თანდათან
ანაცვლებს ბრიტანულ შტამს, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 15-20
პროცენტის ფარგლებშია....