გალის ე.წ. ადმინისტრაცია მოსახლეობას: შეგიძლიათ აიცრათ ენგურს გაღმაც

დე ფაქტო მთავრობა გალელებს სთავაზობს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეც აიცრან. გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროს კონსტანტინ ფილიას თქმით, ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა და ახლა ადგილობრივებს აქვთ შესაძლებლობა, გარდა გალისა, ამ შესაძლებლობით ენგურს გაღმა მოქმედ ამცრელ კლინიკებშიც ისარგებლონ. წერს "აფსნიპრესი". "რეჟიმი შემსუბუქდა, რათა ადამიანებმა შეძლონ გადასვლა ვაქცინაციისთვის და უკან დაბრუნებულები მივიდნენ მედპუნქტში აცრილთა აღსარიცხავად. აი ასე, ყველანი ერთად შევებრძოლებით ამ ინფექციას", - აღნიშნა კონსტანტინ ფილიამ. გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ასტამურ გამგიას თქმით, ენგურის ხიდის გადასაკვეთათნ, მოსახლეობას გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს. კერძოდ, მათ უნდა წარმოადგინონ ცნობა, რომ ნამდვილად ვაქცინირებულები არიან, ან პისიარ ტესტის პასუხი. იმ პირებს კი, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, ანტისხეულების დამადასტურებელ დოკუმენტს მოსთხოვენ. ცნობების წარმოდგენა მკურნალობის მიზნით გადამსვლელებსაც მოუწევთ. ამ გზით კი, ფიქრობენ, რომ ვირუსის გავრცელების რისკებს შეამცირბენ. მანვე აღნიშნა, რომ ცნობების გარეშე გაატარებენ ავადმყოფებს გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებებისთვის. თბილისმა სოხუმს ადრეც შესთავაზა ვაქცინაციის პროცესში დახმარება, თუმცა უარი მიიღო. გალში აცრები რუსული "სპუტნიკით" უკვე დაწყებულია. აფხაზეთიდან გადმომსვლებებისთვის, რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამცრელი კაბინეტი მოქმედებს. ბოლო ორი კვირაა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეპიდსიტუაცია გაუარესდა. ყოველდღიური შემთხვევები უმეტესწილ 150-ს აჭარბებს. პანდემიის გამო ორი წლის წინ ჩაკეტილი ხიდი, რომელიც პერიოდულად მხოლოდ ცალმხრივად იხსნებოდა, 5 ივლისს, "საბუთების" მქონე ყველა მოქალაქისთვის გაიხსნა.მანამდე გადმოსვლა პენსიონერებს, მრავალშვილიანებს და ავადმყოფებს შეეძლოთ. თუმცა, შეზღუდვების მიუხედავად, მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთას მანამდეც ახერხებდნენ. იქნებოდა ეს შემოვლითი გზა, მალულად, რასაც რამდენიმე მოქალაქე ემსხვერპლა კიდეც, თუ ფულის სანაცვლოდ. ამაზე წერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიც. მათი ცნობით, ხიდზე 2000-3000 რუსულ რუბლად (88-132 ლარის ეკვივალენტი), ნებისმიერი ტვირთის გადატანა-გადმოტანა იყო შესაძლებელი და იმავე პრინციპით ატარებდნენ აფხაზეთის მცხოვრებთაც....
წყარო

Natalia

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Sofo

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Domina elenica

თბილისი
  • 7 დღის წინ

Eva

ბათუმი
  • 14 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 52 წუთის წინ

Dada

თბილისი
  • 13 წუთის წინ

Nanuka

თბილისი
  • 13 თვის წინ

Buk

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 5 თვის წინ

Laura

თბილისი
  • 11 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 4 თვის წინ

Hazal

ბათუმი
  • 14 დღის წინ