ეს იყო უუნარობის გამოხატულება - გიორგი გახარია 5 ივლისის აქციაზე

"ეს იყო უმძიმესი საყურებელი, როდესაც ჩამოშლილი სახელმწიფო დავინახეთ, როდესაც სახელმწიფომ ვერ დაიცვა ვერც კონსიტუცია, ვერ დაიცვა ფიზიკური ძალადობისგან თავისი მოქალაქეები, მასობრივი დევნისგან ჟურნალისტები, ტურისტები. ეს წარმოუდგენელი იყო, ეს იყო გამოხატულება უუნარობის", - ეს კომენტარი გიორგი გახარიამ ზუგდიდში გააკეთა, სადაც პარტიის "საქართველოსთვის" ოფისი გახსნა. მან ჟურნალისტებთან საუბარში შეაფასა 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენები. ყოფილი პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, გაურკვეველი და „არაკომპეტენტურობის პიკი“ იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისეთი განცხადებები, სადაც ამბობდნენ, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდნენ „თბილისი პრაიდის“ წევრებს. „მიუღებელი და გაურკვევევლი იყო, როდესაც მმართველმა ძალამ გვითხრა, რომ ჩვენ ხომ გაფრთხილებდითო, ამის იქით თქვენი ტყავისთვის თქვენ უნდა მიგეხედათო, არაკომპეტენტურობის პიკი. რაც კიდევ უფრო მიუღებელი და გაურკევეველი იყო, მმართველი ძალა ამას ყველაფერს აბრალებს ყველას, მოქალაქეებს, ეკლესიას, ევროპას, როცა აწყობთ - მემარჯვენეებს, როცა აწყობთ - მემარცხენეებს, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე, ეს ყველაფერი რისკს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, "პრაიდის" მოწინააღმდეგებსაც აქვთ თავიანთი გამოხატვის უფლება და თავისუფლება, ეს ნორმალურ ქვეყანაში, მშვიდობიანი წესრიგის პირობებში და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეს", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: 5 ივლისს მედიაზე ძალადობამ დააზიანა ეკლესიის მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი ლოცვის დემონსტრაცია და მთავრობა გიორგი გახარია შს მინისტრი იყო 2019 წელს, როდესაც "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი ღონისძიება ჩაიშალა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ ლგბტქი თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ვერცერთხელ ვერ მიიღეს დასტური სამართალდამცავი უწყებიდან პრაიდის მონაწილეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე. 2019 წლის 8 ივლისს, მარშის გამართვის დაანონსებულ ადგილზე, შს სამინისტროსთან, დილიდან შეიკრიბნენ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, სასულიერო პირები და მათი თანამოაზრეები. მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და დაიკავეს ის ტერიტორია, სადაც 18 დღის განმავლობაში ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობდა. ასევე ნახეთ გიორგი გახარია „პრაიდზე“ - ყველა მოქალაქემ და სახელმწიფომ უნდა დაიცვას კონსტიტუცია ...
წყარო

Nuki

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 9 საათის წინ

Gvanci

თბილისი
  • 5 დღის წინ
  • VIP

Teona

ქუთაისი
  • 46 წუთის წინ

Nata

თბილისი
  • 22 თვის წინ

Nata9

თბილისი
  • 10 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 13 თვის წინ

Alesia

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anka❤maria

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 25 დღის წინ
  • VIP

Melisa batumi

ბათუმი
  • 4 საათის წინ

Marisha

თბილისი
  • 4 თვის წინ