საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა“ „დინამოარენაზე“ ბაქოს „ნეფთჩისთან“ წააგო
საფეხბურთო კლუბმა „დინამო თბილისმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონი წაგებით გახსნა. საქარველოს მოქმედმა ჩემპიონმა, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, „დინამოარენაზე“ უმასპინძლა აზერბაიჯანის ჩემპიონს - ბაქოს „ნეფთჩის“ და დამარცხდა, ანგარიშით 1:2.
საპასუხო მატჩი ბაქოში ერთ კვირაში შედგება და „დინამოს“ მეორე ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ სასურველი ანგარიშით მოგება დასჭირდება.
ხვალ კი ევროტურნირში საქართველოს კიდევ სამი კლუბი ჩაებმება. გორის „დილა“, ბათუმის „დინამო“ და „გაგრა“ კონფერენს ლიგაში ითამაშებენ და შეჯიბრებას სამივე გასვლითი მატჩით გახსნის. ბათუმის „დინამო“ სან მარინოს „ტრე პენეს“ შეხვდება, „დილა“ - სლოვაკეთის „ჟილინას“, ხოლო „გაგრა“ - მონტენეგროს „სუტიესკას“.
...