კვლავ მძიმე რჩება აფხაზეთიდან გადმოყვანილი ჩვილის მდგომარეობა
ციციშვილის სახელობის კლინიკაში მყოფი 3 ახალშობილის მდგომარეობა, რომელთაგან ერთი ოკუპიებული აფხაზეთიდანაა, კვლავ მძიმეა. სამივე
მათგანი მართვით სუნთქვაზე რჩება. კლინიკის სამედიცინო მენეჯერის,
მაია ჩხაიძის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმეა აფხაზეთიდან
გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც პირველი სპეციფიური
პისიარ კვლევით, ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. მეორე ბავშვს
"ბრიტანული" შტამი გამოუვლინდა.
"სამივე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება,
სამივე რჩება მართვით სუნთქვაზეა. განსაკუთრებული მძიმე მდგომარეობაა
დელტა შტამით დადასტურებულ პაციენტთან. სტაბილურად მძიმე
მდგომარეობაა, ცვლილებები პარამეტრებში და ლაბორატორიულად ამ ეტაპზე
არაა", - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი სოხუმის
კლინიკაში მკურნალობდა....