საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურები

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა კომისიამ, გასაუბრების პროცესის დასრულების შემდეგ, თავმჯდომარეობის 2 და ცესკოს წევრობის 5 კანდიდატი შეარჩია. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატები - გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარ სართანია. საკონკურსო კომისიის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან განმარტავს, რომ მან ცესკოს წევრობის მხოლოდ 2 კანდიდატს დაუჭირა მხარი. მისივე თქმით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის მას და მის კოლეგებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ხმა არ მიუციათ: „მე გამიჩნდა განცდა,რომ იმ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, რომლებსაც მხარი დაუჭირეს, გარდა ქალბატონი მარინა ჩიტიშვილისა, ყველა იყო შეთანხმებული პოზიცია და ეს ნამდვილად არასწორია. ჩვენ ყველამ დავასაბუთეთ ჩვენი პოზიცია. მე რატომ არ დავუჭირე მხარი, ეს იყო ჩემი ძირეული კრიტერიუმები – კანდიდატი უნდა ყოფილიყო პრინციპული და დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში, ასევე მიუკერძოებელი. მე იმ ორ კანდიდატში ეს ნამდვილად ვერ დავინახე და შესაბამისად, ჩემი მაღალი სტანდარტით მივეცი ხმა, მაგრამ დანარჩენმა წევრებმა, ჩემი აზრით, შეაფასეს შედარებით დაბალი სტანდარტით“,– განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა, თავის მხრივ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აღნიშნა, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებენ მაღალი საზოგადოებრივი სანდოობის კრიტერიუმს: „კომისიამ პრეზიდენტს წარუდგინა თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი, რომელთა მიმართაც, ვფიქრობ, ​საზოგადოებაში არ იქნება მაღალი სანდოობა ბევრი მიზეზის გამო და შესაბამისად, არ უნდა ყოფილიყო ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. მე განსხვავებული აზრი დავწერე ისევე, როგორც ჩემმა კოლეგებმა სამოქალაქო სექტორიდან. ამის გაცნობის საშუალება საზოგადოებას ექნება. მე ამ ადამიანების პროფესიონალიზმს არ ვეხები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმს, რომელიც არის მაღალი საზოგადოებრივი სანდოობა და ყველა პოლიტიკური ძალა მათ ვერ ენდობა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები. ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ გამოიყენა ან ძალიან დაბალი სტანდარტები, ან ეს იყო წინასწარ შეთანხმებული მოქმედება. თუმცა, ეს კითხვები მე მარინა ჩიტიშვილთან მიმართებით არ მაქვს და მის გულწრფელობაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. მისი აზრით, თუ აღნიშნულ კან...
წყარო

Kesi mulatka

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Irinka varketili

თბილისი
  • 8 დღის წინ

Miako

თბილისი
  • 4 დღის წინ

B a b i

თბილისი
  • 7 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 24 თვის წინ

Ana

ქუთაისი
  • 2 თვის წინ

Mariko

თბილისი
  • 15 თვის წინ

Anii

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

აბასთუმანი
  • 3 თვის წინ

Lusi22

თბილისი
  • 24 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 2 დღის წინ

Leka

თბილისი
  • 58 წუთის წინ