ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე წარმოდგენილ ორ კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” მხარს არ დაუჭერს ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე წარმოდგენილ ორ კანდიდატურას,- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი კანდიდატურები წლების განმავლობაში არიან ცესკო- ს თანამშრომლები, „ჟვანიას, ანუ „ქართული ოცნების” გუნდის წარმომადგენლები და ატარებენ იმ გაყალბების პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა. „მაგალითად, გიორგი კალანდარიშვილი პრესსპიკერის ფუნქციას ასრულებდა და ახმოვანებდა გაყალბების პოლიტიკას, ხოლო გიორგი სანტურიანი, როგორც იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი „აპრავებდა“ იმ გაყალბებას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებდა. ამავე პოზიციაზე არიან ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანდიდატურას და გამოთქვეს ეჭვი, რომ სხვა დანარჩენი კომისიის წევრები იყვნენ წინასწარ შეთანხმებულები ამასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ გამართლდა ჩვენი ეჭვები და მოლოდინები, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს გამოიყენებდა ფიქციისთვის, რეფორმის იმიტაციისთვის და ამას ადასტურებს ის, რომ ძალიან მოკლე ვადებში მოხდა კონკურსში განაცხადების შეტანა და ის, თუ როგორ მოხდა კომისიის შექმნა, როცა წევრების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებელ ადამიანებს. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სანამ ამ ქვეყანას მართავს „ქართული ოცნება“, ვერ გატარდება ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებები, ამის დასტურია ისიც, თუ როგორ ხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა. „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, სახელმწიფოს მიტაცება და მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრება“, – განაცხადა მინაშვილმა....
წყარო

Sali

თბილისი
  • 10 საათის წინ

Dominanti

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • 100%

Marita transi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Buk

თბილისი
  • 18 საათის წინ

ზიზი

თბილისი
  • 5 საათის წინ
  • VIP
  • 100%

Emma

ბათუმი
  • 4 დღის წინ

Dada

თბილისი
  • 46 წუთის წინ

Tata ტატა

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anita

თბილისი
  • 9 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 4 თვის წინ

Алина

თბილისი
  • 9 დღის წინ