მოსკოვში თალიბების დელეგაციამ განაცხადა, რომ მათი სამხედრო წინსვლა საერთაშორისო უსაფრთხოებას არ ემუქრება

რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება და მოძრაობა თალიბანი ამტკიცებენ, რომ ფუნდამენტური მოძრაობის სამხედრო ძალები სახელმწიფო საზღვრის ჩათვლით, ავღანეთის სულ უფრო მეტ ტერიტორიას აკონტროლებენ. ამასთან, თალიბანის პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლებმა მოსკოვში 8 ივლისს გამართული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათი სამხედრო წინსვლა არ არის მიმართული მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ და არ ემუქრება საერთაშორისო უსაფრთხოებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ივლისს განაცხადა, რომ თალიბები აკონტროლებენ ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვრის 85%-ს, რისი შემოწმებაც ძალიან ძნელია ავღანეთში ამჟამად შექმნილი რთული ოპერატიული მდგომარეობის გამო, რაც ქვეყნიდან აშშ-ის ლიდერობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციური ძალების გასვლითა და თალიბანის მიერ წამოწყებული მასშტაბური საბრძოლო ოპერაციებითაა განპირობებული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თალიბებთან მოლაპარაკების დროს გაიმეორა, რომ მოსკოვი მზადაა აამოქმედოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამხედრო ძალები, რთა თავიდან აიცილოს მოსალოდნელი „აგრესია და პროვოკაცია“ ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე. მანამდე ტაჯიკეთმა რუსეთის ლიდერობით მოქმედ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სახელმწიფოებს ავღანეთთან საზღვრის დაცვაში დასახმარებლად მიმართა. „რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ავღანეთთან საზღვრის გარკვეული მონაკვეთები მთიან რელიეფში მდებარეობს, ამ ამოცანის შესრულება დამოუკიდებლად რთულია”, - თქვა ტაჯიკეთის წარმომადგენელმა ჰასან სულტონოვმა ОДКБ-ში. მან აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ავღანეთში სამთავრობო ძალების წინააღმდეგ თალიბების შეტევის ფონზე, 1500-მდე ავღანელმა ჯარისკაცმა გადაკვეთა ტაჯიკეთის საზღვარი. ...
წყარო
  • VIP

Nita

თბილისი
  • 8 საათის წინ

Saly

თბილისი
  • 23 თვის წინ

Shale

თბილისი
  • 3 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 23 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 14 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 21 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 26 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 22 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 13 საათის წინ

Tata

თბილისი
  • 24 თვის წინ
  • 100%

Stella❤️

თბილისი
  • 2 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 2 თვის წინ