პაატა ზაქარეიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არის უტიფარი, ცინიკური, უხეში ევროკავშირი ცდილობს მოქნილი იყოს და მისცეს შანსი, მდგომარეობა გამოასწოროს

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არის უტიფარი, ცინიკური, უხეში და თავხედი, ევროკავშირი ცდილობს მოქნილი იყოს და მისცეს შანსი, მდგომარეობა გამოასწოროს, – ასე შეაფასა ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიში. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. „ევროპარლამენტი ცდილობს მოქნილი იყოს და ევროკავშირის ღირებულებებიდან გამომდინარე, საქართველოს მისცეს შანსი, მდგომარეობა გამოასწოროს. ეჭვი მეპარება, „ქართულმა ოცნებამ“ ეს გაიგოს, რადგან მათი გუშინდელი კომენტარები საკმაოდ მკვახე იყო. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი აჩვენებს, რომ მას საქართველოს გარეთ დატოვება ენანება. საბოლოო გადაწყვეტილება ქართულ მხარეზე უნდა იყოს, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ სიტუაციის გადარჩენის განწყობას ვერ ვატყობ. როცა 12 პუნქტის შესრულება მოგვცეს დავალებად, სამწუხაროდ, მას შემდეგ, გამყარებული მაქვს პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი ჩაიშალოს და ვიღაც სხვას დაბრალდეს, პირველ რიგში, ოპოზიციას და მეორე რიგში, ევროპას. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს და გამოწვევად იქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არის უტიფარი, ცინიკური, უხეში და თავხედი, ევროკავშირი ცდილობს მოქნილი იყოს და მისცეს შანსი ხელისუფლებას, მდგომარეობა გამოასწოროს, რასაც „ქართული ოცნება“ არ გამოიყენებს“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა. მისი განმარტებით, შეიძლება „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია არ შეიწყალოს პრეზიდენტმა ან ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში არ გადაიყვანონ, მაგრამ ეს ორი პოზიცია არ იქნება გადამწყვეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმიცემაზე. „ამისთვის უფრო ინსტიტუციონალური საკითხებია მნიშვნელოვანი. სასამართლოს რეფორმები და ხელისუფლების დამოკიდებულება, უნდა თუ არა მას კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. არც უკრაინა და არც მოლდოვა, რომელიც კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდნენ, ასე თავხედურად, უტიფრად და ცინიკურად არ იქცეოდნენ, პირიქით, ბოდიშებს იხდიდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ევროკავშირის მოსაწონი მხარეები ყოფილიყვნენ“,-განაცხადა ზაქარეიშვილმა. მისი აზრით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ევროპარლამენტში ოდნავ შერბილებული ტონით საუბარს გააგრძელებენ, მაგრამ, როგორც კი უარყოფითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იტყვიან, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს. „იტყვიან, რომ „ქართული ოცნება“ შემხვედრ ნაბიჯებზე არ წამოვიდა. ამიტომ, მათ საქართველოს პროექტი ჩააგდეს. იტყვიან, რომ ევროკავშირმა ყველა...
წყარო

Salo

თბილისი
  • 6 დღის წინ

Marishka

თბილისი
  • 17 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ariana

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Leluka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Salome

თბილისი
  • 1 თვის წინ

Oksana

ბათუმი
  • 7 დღის წინ

Juli

ბათუმი
  • 3 დღის წინ

Nica

თბილისი
  • 1 საათის წინ

Irinka varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ

Miranda

თბილისი
  • 15 საათის წინ