კალაძე: ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს, მოსახლეობამ კარგად იცის, ვინ არის ივანიშვილი

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის რეზოლუციას. მისი თქმით, საქართველოში ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის და ხალხისთვის. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ რეზოლუციაში მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა ხდება და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს. იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს ის. რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი სამშობლოსთვის და ხალხისთვის. ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი საზოგადოებამ და ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს გუშინ ან გუშინწინ არ დაუწყია. შესაბამისად, ის რაც არის მოცემული რეზოლუციაში ამ ყველაფერს ნამდვილად არ ვეთანხმები. რაც შეეხება ევროპულ გზას, ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, იგივე თუნდაც 12 პუნქტიანი დათქმა, ის რაც იყო წარმოდგენილი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებული და გაკეთებული იქნება. იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, – განაცხადა კალაძემ....
წყარო

სალი

თბილისი
  • 6 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 26 თვის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • 100%

Анита

თბილისი
  • საიტზეა

Likuna

თბილისი
  • 9 თვის წინ

Anano

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natali kavita

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • 100%

Елена

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Damachka

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Kira

თბილისი
  • 4 საათის წინ

Ina

ქუთაისი
  • 12 საათის წინ