"ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი ითხოვს, ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ ადამიანებს შორისაა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, რომელმაც ბრიფინგი გამართა. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ჩვენ ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები - აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, საბჭო და, რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები", - თქვა ირაკლი ნადირაძემ. ამ ინიციატივას მიესალმება ამავე პარტიის წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით კირკიტაძე. "მათი მხრიდან, ვინც ეს წინადადება წამოაყენეს, ბუნებრივია, გამოსჭვიოდა სურვილი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო გაძლიერდეს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული", - ამბობს დავით კირკიტაძე "ფორმულასთან". პარტიის კიდევ ერთი წევრის, აკო მინაშვილის თქმით კი, ამ ბრიფინგის ჩატარება მისთვის მოულოდნელი იყო. "ის ფორმა ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ამ პერიოდში ასეთი ბრიფინგი ასე მოულოდნელად იქნა ჩატარებული. რაც შეეხება არჩევნებს, ამის მზაობა არსებობს. ნიკა მელიას და ყველას ჩვენ გვინდა, რომ ჩატარდეს... მე არჩევნებთან დაკავშირებით ამ ადამიანებისგან ასეთი მკაფიო პოზიცია არ გამიგია. პირიქით, ყველაზე აქტიური, ვისაც სურდა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო, ოღონდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქნებოდა გადაწყვეტილი, რაც პარტიის მთავარი პრიორიტეტია, ნიკა მელია იყო. მისი იდეა და ინიციატივა იყო ყველა დონეზე არჩევნების ჩატარება", - ამბობს აკო მინაშვილი. "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ასევე ნახეთ ნიკა მელია უარყოფს, რომ მას პარტიაში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 24 სექტემბერს "მთავარი არხის" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ნიკა მელიას ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა მისი თანამდებობიდან გადადგომა. "ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს - 0,1 პროცენტი არ არის რეალობის. არ ვიცი, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია... ოდნავ მაინც რომ შეესაბამებოდეს რეალობას, ამას დაგიდასტურებდით. "ნაციონალურ მოძრაობაში" ძირეულ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს და მიიღებს, მომავალში განსაკუთრებით, მისი ამომრჩეველი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2020 წელს პირველად მოხდა ეს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, როცა ამომრჩევლებმა აირჩიეს პარტიის თავმჯდომარე [გულისხმობს თავის თავს]", - თქვა მელიამ. ასევე ნახეთ ნიკა მელია უარ...
წყარო

Irinka varketili

თბილისი
  • 3 დღის წინ

Natali kavita

თბილისი
  • 9 თვის წინ

Diana

ბათუმი
  • 11 დღის წინ

Mari batumii

ბათუმი
  • 8 საათის წინ

Nuki

თბილისი
  • 3 თვის წინ

Anita

თბილისი
  • 22 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 17 თვის წინ

❤❤❤e v a❤❤❤

ქუთაისი
  • 8 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Alisa

ბათუმი
  • 9 საათის წინ

Ani+ვირტიც

თბილისი
  • 3 დღის წინ