კოლონიაში გადაიყვანეს რუსეთში მსჯავრდადებული ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი

ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი, რომელსაც რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით პატიმრობა შეუფარდეს, მოსკოვთან მდებარე იზოლატორიდან გადაიყვანეს კოლონიაში. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ კოლონიაზეა საუბარი, უთხრეს მედიას კალათბურთელის ადვოკატებმა, მარია ბლაგოვოლინაიამ და ალექსანდრ ბოიკოვმა. "პირი, რომელსაც ვიცავთ, ბრიტნი გრაინერი, იზოლატორიდან, სადაც დაკავების მომენტიდან იმყოფებოდა, 4 ნოემბერს გადაყვანილ იქნა საერთო რეჟიმის კოლონიაში, სასჯელის მოსახდელად", - ადვოკატების ამ სიტყვებს ავრცელებს სააგენტო РБК. ადვოკატები ამბობენ, რომ დაცვის მხარეს და აშშ-ის საელჩოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსჯავრდადებული დანიშნულების ადგილას ჩავიდა. გრაინერი 2022 წლის თებერვალში დააკავეს შერემეტიევოს აეროპორტში. მას ჩანთაში უპოვეს ჰაშიშის ზეთი, რომელსაც ჩასუნთქვით იყენებენ. ეს ნივთიერება რუსეთში აკრძალულია, თუმცა კანონიერია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. 2022 წლის აგვისტოში სასამართლომ გრაინერი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების კონტრაბანდაში და მას ცხრა წლით მიუსაჯა კოლონიაში პატიმრობა. კალათბურთელმა განაჩენი გაასაჩივრა. შემდგომ ინსტანციაში გრაინერს სასჯელის შემსუბუქებაზე უარი ეთქვა, თუმცა გათვალისწინებულ იქნა მის მიერ იზოლატორში გატარებული დღეები და პატიმრობის ვადა რვა წლამდე შეუმცირდა. რუსეთი და აშშ განიხილავენ გრაინერის და რუსეთში მსჯავრდადებული კიდევ ერთი ამერიკელის, პოლ უილანის, გაცვლას აშშ-ში დაპატიმრებულ რუსებზე. ვაშინგტონი გამოდის შეთავაზებით, გაცვლა შეეხოს რუს ვიქტორ ბუტს, რომელსაც 25 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა, კოლუმბიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიყიდვის მცდელობის გამო. სააგენტო Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ მოსკოვს სურს შედგეს ან მხოლოდ გრაინერის ბუტზე გაცვლა, ან ორი პირის - ორ პირზე. გრაინერი, რომელიც ამჟამად 32 წლისაა, თამაშობდა ეკატერინბურგის ქალთა ნაკრებში. აშშ-ის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან ორგზის გაიმარჯვა ოლიმპიურ თამაშებზე. ...
წყარო

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 17 თვის წინ

ტატა

თბილისი
  • 2 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Tatiana best massage

ბათუმი
  • 2 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 26 თვის წინ

Ana

ქუთაისი
  • 3 დღის წინ

Anka❤maria

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • VIP

Mariami

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nino

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Ilona

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lusi22

თბილისი
  • 2 დღის წინ