გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ამოცანა მიხეილ სააკაშვილის მორალურად განადგურებაა

„ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შექმნილ ვითარებაში გახლავთ, მიხეილ სააკაშვილის მორალურად განადგურება“, – ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა განაცხადა. ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებას სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანით, ოპოზიციის პროვოკაციაზე წამოგება სურდა. მისი თქმით, მმართველი პარტიის მთავარი ამოცანა, მესამე პრეზიდენტის ავტორიტეტის განადგურებაა. „ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა შექმნილ ვითარებაში გახლავთ, მიხეილ სააკაშვილის მორალურად განადგურება, მისი მაქსიმალურად დამცირება. არა ფიზიკური განადგურება, როგორც ოპოზიცია აპელირებს ამაზე, არამედ მორალური და პოლიტიკაში ასე ხდება. მთავარი ამოცანა პოლიტიკური გახლავთ, ვიღაცისთვის ავტორიტეტის მორალური განადგურება, რის შემდეგაც მისი ფიზიკური ყოფნა არანაირ პრობლემას აღარავისთვის აღარ წარმოადგენს. ფიზიკური განადგურების შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს ჰეროიზაცია, ერთგვარი ლეგენდა შეიქმნას და პოლიტიკური სიმწვავე ამით კი არ ჩაქრეს, პირიქით უფრო გაძლიერდეს და აგრესიული გახდეს. სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის დროს, მომეჩვენა, რომ გარკვეულ თანამშრომლობას კრიმინალსა და ხელისუფლებას შორის, აი, ამ დადგმულ სცენარში ადგილი ჰქონდა. მთელი ეს ოპერაცია კრიმინალური მენტალიტეტით იყო დადგმული. ამბობენ, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა ჰოლივუდური  სცენარის მიხედვით მოხდა, თუმცა ვფიქრობ, მისი გადაყვანის კადრები –  ეს არ იყო ჰოლივუდი, ეს იყო ბოლივუდი. ამ ყველაფრის მიზანი ხელისუფლების გახლდათ ის, რომ გარკვეულ პროვოკაციაზე წამოეკიდებინა ოპოზიცია და დრო სააკაშვილის გადაყვანის ამაზე მეტყველებს, რომ ემოციებს აყოლილი ოპოზიცია სადღაც შევარდნილიყო, ხელისუფლება, როგორც ჩანს ამისთვის ემზადებოდა. უნდა შექმნილიყო ფორმალური საფუძველი მერე, რომ გაელახათ ყველა და ყველაფერი და ზუსტად იმავე სცენარს იმეორებდნენ, რაც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩემი და ჩემი მეგობრების მიმართ განახორციელა. ეს ხდება ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოში არის უზარმაზარი პრობლემები“, – აცხადებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში....
წყარო

Nata

თბილისი
  • 9 დღის წინ
  • 100%

Anukela

თბილისი
  • 7 თვის წინ

Your mistress in a fantasy world

თბილისი
  • 12 თვის წინ

Maia

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nuki transi

რუსთავი
  • 33 წუთის წინ

Mira

ბათუმი
  • 15 საათის წინ
  • VIP

Anka transi

თბილისი
  • საიტზეა

Irinkaa

თბილისი
  • 18 დღის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 54 წუთის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nata

რუსთავი
  • 2 თვის წინ

Liza

ქუთაისი
  • 2 დღის წინ