ცხინვალში დაკრძალეს უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი მოხალისე

დღეს, 9 ნოემბერს, ოკუპირებულ ცხინვალში დაკრძალეს იბრაგიმ ბაგაევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბაგაევი ომში ცხინვალიდან წასული მოხალისეების ბატალიონის, „ალანიის“, წევრი იყო. გავრცელებული ცნობებით, იგი დონეცკის ოლქში საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, რომელიც დაკრძალვას დაესწრო, უკრაინაში მიმდინარე ომს „ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“ უწოდა. „დღეს, ისევე როგორც დიდი სამამულო ომის წლებში, ოსი ხალხი გმირობისა და სიმამაცის გამოვლენით ებრძვის ფაშიზმს. ყველა დავიღალეთ დანაკარგებით. ჩვენი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლები გვტოვებენ, მაგრამ ჩვენი საერთო მიზანი სამშობლოს დაცვაა. იბრაგიმი იყო უშიშარი მეომარი, ნამდვილი გმირი. ჩვენ ყოველთვის ასე გვემახსოვრება“, - განაცხადა ალან გაგლოევმა. გაგლოევის ბრძანებით, იბრაგიმ ბაგაევი დაჯილდოვდა „სამშობლოს დამცველის“ მედლით, სიკვდილის შემდეგ. ბაგაევი ცხინვალიდან უკრაინის ომში წასული 22-ე დაღუპული მებრძოლია. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ. გარდა საკონტრაქტო ჯარისკაცებისა, უკრაინის ომში ცხინვალელი მოხალისე მებრძოლებიც იმყოფებიან. დაუზუსტებელი მონაცემებით, მათი რაოდენობა 1000 ჯარისკაცს შეადგენს. ...
წყარო
  • VIP

Katrin

თბილისი
  • 11 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 30 თვის წინ

Lana

თბილისი
  • 7 დღის წინ

Sali sali

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Anii

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ilona

აბასთუმანი
  • 6 თვის წინ

Irmako

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lana

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Salo

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika varketili

თბილისი
  • 7 თვის წინ

მოლი

თბილისი
  • 12 დღის წინ