ნიკა მელია: თუ რამეა ჩემთვის კომფორტული, ეს არჩევნებია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა თანაპარტიელების განცხადებას მისი გადადგომის და ახალი თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის აუცილებლობის შესახებ და თქვა, რომ არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია, მზადაა როგორც შიდაპარტიული, ასე გარე არჩევნებისთვის და აპირებს ამომრჩეველს ესაუბროს პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. "არაფერი ახალი აღნიშნულ ბრიფინგზე არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ეს განცხადება გაკეთდა ამ ფორმით. არადა, ამ საკითხებზე შიდაპარტიული, აქტიური, ყოველდღიური მსჯელობა მიმდინარეობდა კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. უახლოესი პერიოდი აუცილებლად გამოაჩენს, რა იყო ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად გამოტანის რეალური მიზეზები და მიზანი. მით უმეტეს, რომ დღეს მთავარი თემა უნდა ყოფილიყო ევროპარლამენტის უმნიშვნელოვანესი შეფასებები. სწორედ ამ კონსულტაციების ფარგლებში, მე პარტიის შიგნით არჩევნების საკითხი ღიად დავაყენე თვე-ნახევრის წინ - გავაკეთე ეს საკუთარი ინიციატივითა და იმ ადამიანების თანდასწრებით, ვინც დღეს ითხოვს არჩევნებს. არჩევნების საკითხზე იყო თანხმობა, მსჯელობის საგანი იყო მხოლოდ, როდის და როგორ ჩატარდებოდა არჩევნები. თუ რაიმე არის ჩემთვის კომფორტული, არის არჩევნები - ღია, საჯარო და მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის ჩართულობით", - თქვა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ ყველა არჩევნების დანარჩენ დეტალებზე პარტია ერთობლივად იმსჯელებს, მათ შორის იმ წევრების ჩართულობით, ვისაც ახალი თავმჯდომარე სურს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას. три ასევე ნახეთ IRI-ის გამოკვლევა: „ქართული ოცნება" - 25%, ენმ - 12%  დღეს პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ერთმა ჯგუფმა ბრიფინგი გამართა და პარტიის სამდივნოს, პოლიტსაბჭოსა და თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მათი ნაბიჯი უარყოფითად შეაფასა პარტიის მეორე ნაწილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ პარტიაში გახსნილი დისკუსიების ფონზე ამგვარი საკითხების გარეთ გამოტანა არასწორი იყო. ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი ითხოვს, ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები ...
წყარო
  • VIP

Sopio

თბილისი
  • 45 წუთის წინ

Alev

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 17 თვის წინ

Lana

თბილისი
  • 10 დღის წინ

Irinka varketili

თბილისი
  • 9 დღის წინ

Darina

თბილისი
  • 15 თვის წინ

Ella

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anita

თბილისი
  • 28 დღის წინ

Tekla

თბილისი
  • 5 დღის წინ

Viki batumi

ბათუმი
  • 7 საათის წინ

Eva

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Lika batumi

ბათუმი
  • 3 საათის წინ