ჯო ბაიდენის შეფასებით, ხერსონიდან რუსების გასვლა ადასტურებს, რომ რეალური პრობლემები აქვთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის მოულოდნელი არ ყოფილა რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინის ქალაქ ხერსონიდან გასვლის შესახებ. 9 ნოემბერს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც აშშ-ში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს ეხებოდა, ბაიდენმა განაცხადა, რომ დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან რუსი სამხედროების გაყვანა მოსალოდნელი იყო და ადასტურებს, რომ მათ რეალური პრობლემები აქვთ. აშშ-ის პრეზიდენტმა საინტერესო უწოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთი გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად დაელოდა აშშ-ში არჩევნების დასრულებას. ბაიდენის შეფასებით, ხერსონიდან რუსული ჯარის გასვლა ორივე მხარეს მისცემს ზამთრის განმავლობაში პოზიციების გადახედვის შესაძლებლობას, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მზად იქნება თუ არა უკრაინა რუსეთთან კომპრომისისთვის. ასევე ნახეთ ზელენსკი ემოციების გარეშე გამოეხმაურა რუსეთის განცხადებას ხერსონის დატოვების შესახებ 9 ნოემბერს, საღამოს, უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა „შექმნილი სიტუაციის ყოველმხრივ შეფასების“ საფუძველზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე. შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი. გენერალმა სუროვიკინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს კახოვკის ჰესიდან წყლის გაშვებას ან დამცავ ჯებირზე უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშს მიიტანს, სამოქალაქო მოსახლეობა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგება, მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსული ქვედანაყოფები კი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის საოკუპაციო ძალების განცხადებები, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს საფრთხეს უკრაინელი სამხედროები უქმნიან. ასევე ნახეთ რუსეთი ხერსონს ტოვებს! რა იქნება შემდეგ? რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. მანამდეც და შემდეგაც უკრაინის არმია ხერსონის ოლქში კონტრშეტევას განაგრძობდა და ათეულობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა. ბოლო ხანს, დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის სამსახურები და ანალიტიკური ცენტრები ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი კახოვკის ჰესზე დარტყმის საფრთხეს გამოიყენებდა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან გასვლის საბაბად. ...
წყარო

Anna

თბილისი
  • 25 თვის წინ

Eva

რუსთავი
  • 2 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 2 დღის წინ

Eka

თბილისი
  • 6 თვის წინ

Natka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Teona

ქუთაისი
  • 8 დღის წინ

Ani

რუსთავი
  • 1 დღის წინ

Mistress

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 14 საათის წინ

Irinka varketili

თბილისი
  • 3 დღის წინ