ISW: ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, მიუხედავად რუსეთის გადაწყვეტილებისა, დატოვოს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირი, ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა. ამასთან, ცენტრის ანალიტიკოსების თანახმად, რუსეთი ახალ ფაზაზე გადავიდა და პრიორიტეტად აქცია ჯარების სათანადო წესით გადაყვანა მდინარე დნეპრზე და უკრაინის არმიის შეყოვნება და არა კონტრშეტევის სრულად შეჩერება. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, რუსეთმა დნეპრის მარცხენა ნაპირზე, წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე სამხედრო შენაერთების გადაყვანა გადაწყვიტა მათი ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. მათ შორის არიან საჰაერო-სადესანტო დივიზიის 76-ე და 106-ე ქვედანაყოფები. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებითვე, უკრაინამ შეძლო ხერსონის მიმართულებით მთავარი მიზნის მიღწევა და ეფექტური დარტყმებით და იზოლაციით აიძულა რუსი სამხედროები, რომ დნეპრის მარჯვენა ნაპირი თავად დაეტოვებინათ, დიდი დანაკარგის გამომწვევი მასშტაბური კონტრშეტევის გარეშე. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები არ ფიქრობენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის დატოვების შესახებ, არის ხაფანგი უკრაინის სამხედრო ძალებისთვის და მიზნად ისახავს ხერსონთან მძიმე ბრძოლებში მათ ჩათრევას. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ადრეც ამახვილებდა ყურადღებას, რომ რუსმა სამხედროებმა მიზანმიმართულად დაიწყეს დნეპრის მარჯვენა ნაპირის დატოვებისთვის მზადება. ასევე ნახეთ ზელენსკი ემოციების გარეშე გამოეხმაურა რუსეთის განცხადებას ხერსონის დატოვების შესახებ 9 ნოემბერს, საღამოს, უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა „შექმნილი სიტუაციის ყოველმხრივ შეფასების“ საფუძველზე, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიუგუს შესთავაზა, რომ სამხედრო ქვედანაყოფები გადაიყვანონ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე. შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე, გაზაფხულიდან ოკუპირებული ქალაქი ხერსონი. გენერალმა სუროვიკინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს კახოვკის ჰესიდან წყლის გაშვებას ან დამცავ ჯებირზე უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშს მიიტანს, სამოქალაქო მოსახლეობა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგება, მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსული ქვედანაყოფები კი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის საოკუპაციო ძალების განცხადებები, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს საფრთხეს უკრაინელი სამხედროები უქმნიან. ასევე ნახეთ რუსეთი ხერსონს ტოვებს! რა იქნება შემდეგ? რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერ...
წყარო
  • VIP

Kesi mulatka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Taso transi

თბილისი
  • 14 საათის წინ

Sali

აბასთუმანი
  • 5 თვის წინ

Vikaa

ბათუმი
  • 15 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Anukela

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 9 საათის წინ

Iulia

თბილისი
  • 14 საათის წინ

Ekako

თბილისი
  • 3 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tusi29

თბილისი
  • 13 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 24 დღის წინ