ერგნეთში 109-ე შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 109-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავარი განსახილველი საკითხი იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება და ასევე - უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. „შეხვედრებს შორის პერიოდში დაფიქსირდა ბორდერიზაციის 9 ფაქტი გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე [ბორდერიზაციის] პროცესი არ დაფიქსირებულა“,- უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ანთაძემ. მისივე ცნობით, ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 4 მოქალაქე. "წინა შეხვედრის შემდეგ უკანონო დაკავების 6 ფაქტი დაფიქსირდა, ისინი ყველანი დაბრუნდნენ ოჯახში, ფაქტობრივად იმავე დღეს", - თქვა ირაკლი ანთაძემ. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგებში წინა შეხვედრა ერგნეთში 23 სექტემბერს გაიმართა, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა. პროცესს ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. ...
წყარო

თეო

თბილისი
  • 1 საათის წინ

Megi varketili

თბილისი
  • 2 თვის წინ

Viki batumi

ბათუმი
  • 17 საათის წინ

Sofi 28

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Alev

ბათუმი
  • 13 თვის წინ

Ani+ვირტიც

თბილისი
  • 17 საათის წინ

Nica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nuca

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Marishka

ბათუმი
  • 18 დღის წინ

ნინო ტრანსი transi

თბილისი
  • 7 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sema

თბილისი
  • 3 თვის წინ