ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს მართავს

ჩეხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში 10 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ბრიფინგზე განცხადებები გააკეთეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მისი თქმით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობასა და იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის, ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება, რაც, ერთის მხრივ, ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია, მეორეს მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს. ამ ურთულეს და გამოწვევებით აღსავსე დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უახლოესი პარტნიორების თანადგომას. ვაფასებთ, რომ ჩეხეთი ჩვენი ერთგული მოკავშირე და მხარდამჭერია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან, იან ლიპავსკისთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას და უკრაინაში მიმდინარე ომს. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, უკრაინაში ომის პარალელურად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ევროპული მხარდაჭერა. „პუტინის საშინელმა უსამართლო ომმა დაგვანახა, რომ ბლოკმა მეტი დახმარება უნდა გაუწიოს საქართველოს, ასევე უკრაინას და მოლდოვას, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყეს საქართველო, რომლის პოზიციაც დღევანდელ გეოპოლიტიკურ თამაშში უკიდურესად მგრძნობიარეა", - განაცხადა პრესკონფერენციაზე იან ლიპავსკიმ. მან აღნიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. იან ლიპავსკის განცხადებით, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. „საქართველომ უნდა განაგრძოს თავისი ძალისხმევა ეფექტური რეფორმების განხორციელების გზით, რაც მნიშვნელოვანია ევროკომისიის მიერ მოცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - თქვა ლიპავსკიმ. მანვე ხაზი გაუსვა პოლიტიკურ სპექტრში არსებულ პოლარიზაციას და აღნიშნა, რომ „საქართველომ უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა პოლარიზაციის შესამცირებლად“ იმისათვის, რომ შესრულდეს მიზნები და ქვეყანამ ევროკავშირის წე...
წყარო

ნიტა

თბილისი
  • 3 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 3 დღის წინ
  • VIP

Tata

ბათუმი
  • 55 წუთის წინ

Natali

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 1 თვის წინ

Maka varketili

თბილისი
  • 1 თვის წინ

Marishka

ბათუმი
  • 10 საათის წინ

ელენე

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza varketili

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anii

ქუთაისი
  • 6 წუთის წინ

Maria

თბილისი
  • 15 თვის წინ

Lanka

თბილისი
  • 7 თვის წინ