კახა გოგოლაშვილი: თუ საქართველომ უკრაინაში ომის დასრულებამდე ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, შემდეგ მსოფლიო სხვანაირად დალაგდება და …

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. – ბატონო კახა, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომპრომისული შესწორებებით მიიღო. ფაქტია, რეზოლუცია აშკარად უმძიმესია, თუმცა, შესაძლოა უფრო მძიმეც კი შეიძლება ყოფილიყო. მოკლედ, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ ვერ გვაქვს ჩამოყალიბებული სახელმწიფო და მართვის გამართული სისტემები. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი საზოგადოების უმეტესობამაც იცის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ამგვარი ვითარების აღიარებას უკეთეს შემთხვევაში ევროპელების კრიტიკას ამჯობინებს, უარეს შემთხვევაში გინებას. ვიდრე სხვა საკითხებზე საუბარს გავაგრძელებთ, კარგი იქნება თუ ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, ამ რეზოლუციის რა გვითხრა ბრიუსელმა? – ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა ძალიან ბევრი რამ დაამატა იმას, რაც ჯერ კიდევ სექტემბერში იყო მომზადებული. პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არის შენიშვნები. ხაზგასასმელია, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით და იმით, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაგრამ, ისინი ხედავენ რომ ბევრი საკითხია, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ქვეყანას. ჩვენი ევროპელი პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის მდგომარეობა, რომელიც დღეს საქართველოშია, შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. ასეთებად ისინი მიიჩნევენ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებებს. სწორედ ამიტომ მოხვდა რეზოლუციაში რეკომენდაცია, რომ მესამე პრეზიდენტს მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა. რაც შეეხება „გვარამიას საქმეს,“ დაგმობილია მედიაზე ყველა თვალსაზრისით შეტევა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური შეტევა. რეზოლუციაში ხაზგასმულადაა საუბარი პოლიტიკური კრიტერიუმების შესრულების აუცილებლობაზე. შემთხვევითი არაა, რომ რეზოლუციაში ხშირადაა საუბარი კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე, რომლის პირველი პოლიტიკური კრიტერიუმი არის უმნიშვნელოვანესი. კერძოდ, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. აშკარაა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები სრულად არ არიან კმაყოფილი იმ პოლიტიკური გარემოთი, რომელიც დღეისათვის ქვეყანაში არსებობს. – დამკვირვებელთა ნაწილის თქმით, ეს რეზოლუცია კომპრომისული იყო, რადგან თავიდან პროექტი უფრო მძიმე იყო. შემფასებელთა ნაწილის მტკიცებით რეალურად ბრიუსელმა ჩვენს ხელისუფლებას უთხრა – „თქვენი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ ემთხვევა.“ მეტიც, ზოგი ამბობს, რომ ბრიუსელმა საქართველოს „ყვითელი ბარათი“ უჩვენა. რამდენად ადეკვატურად შეაფასა ხელისუფლებამ რეზოლუცია...
წყარო
  • VIP

Elene

თბილისი
  • 7 წუთის წინ

Natka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Rima

თბილისი
  • 7 დღის წინ
  • VIP

Alexandra

თბილისი
  • საიტზეა

Marina

თბილისი
  • 4 თვის წინ

Frea

თბილისი
  • 6 თვის წინ

Darina

თბილისი
  • 15 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Diana

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 5 დღის წინ
  • VIP

Katrin

თბილისი
  • 11 საათის წინ
  • 100%

Marita transi

თბილისი
  • 3 თვის წინ