პაპუაშვილი: ევროპარლამენტი გვთავაზობს, მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს - მედიამენეჯერი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროპარლამენტის ანგარიშს, რომელშიც მოხსენიებული არიან ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, ეს დოკუმენტი არაჯანსაღი კომპრომისის შედეგია. "ჩვენ გვთავაზობენ, მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს ვუწოდოთ მედიამენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ მიხეილ სააკაშვილს ვუწოდოთ "დემოკრატიის შუქურა" და ა.შ. "ნიუსპიკი" - ამოტრიალებული რეალობა და სიყალბე, რომლის აღიარებასაც გვთავაზობენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი სიყალბეების აღიარებას არ ვაპირებთ. ასეთი ამობრუნებული რეალობის შემქმნელი მხოლოდ ერთი სახელმწიფო მახსენდება, ეს არის რუსეთი. სამწუხაროა, როდესაც ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი - თეთრი ვერ გახდება შავი და შავი ვერ იქცევა თეთრად, მიუხედავად იმისა, ვის რა აღქმების შექმნა სურს", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. 8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი დაამტკიცეს. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე. ტექსტში მოხსენიებული არიან ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე. ასევე ნახეთ რა ჩაიწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში - მთავარი მოკლედ ...
წყარო

Annaa

თბილისი
  • 15 თვის წინ

Nanka

ბათუმი
  • 4 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 30 თვის წინ

Dada

თბილისი
  • 10 საათის წინ

Anuki

თბილისი
  • 27 თვის წინ

Sabrina

თბილისი
  • 15 თვის წინ

Likuna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 6 საათის წინ

Mia

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Tifany

თბილისი
  • 14 საათის წინ

Linda

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ani

თბილისი
  • 24 დღის წინ