ცისკარიშვილი, ხაბეიშვილი და დეკანოიძე არ აპირებენ კენჭი იყარონ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პეტრე ცისკარიშვილი, ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე არ აპირებენ კენჭი იყარონ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ამის შესახებ მათ მედიას უთხრეს. ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ღიად მოითხოვა პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევა. "ლევან ხაბეიშვილი არანაირ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას. მეტიც, მოვუწოდებ ყველა ლიდერს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, რომ პარტიაში იყოს ცვლილებები [შედით გადამწყვეტ ბრძოლაში]. მე განახლების მომხრე ვარ და ცვლილებების", - თქვა მან. ასევე ნახეთ ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევნები მალე ჩატარდეს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმაც თქვა, რომ არ აპირებს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის დაყენებას. კობახიძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ "ცისკარიშვილი უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე, ნაცვლად იმ ფორმალური თავმჯდომარისა, რომელიც დღეს ჰყავს "ნაცმოძრაობას". "მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ადამიანები გამოჩნდებიან. მე სხვა ადამიანებთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ, თვითონ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება", - აღნიშნა პეტრე ცისკრიშვილმა. მსგავსი პოზიცია აქვს პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძესაც. "არა, არ განვიხილავ ამ საკითხს. მე არ ვარ ადამიანი, ვის ნაცვლადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება. ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი და ჩემი ბევრი მეგობრის საზრუნავი", - თქვა მან. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა გუშინ, 9 ნოემბერს, პრესკონფერენცია გამართა. ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი ითხოვს, ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები პარტიის წევრის, აკო მინაშვილის თქმით კი, ამ ბრიფინგის ჩატარება მისთვის მოულოდნელი იყო. "ის ფორმა ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ამ პერიოდში ასეთი ბრიფინგი ასე მოულოდნელად იქნა ჩატარებული. რაც შეეხება არჩევნებს, ამის მზაობა არსებობს. ნიკა მელიას და ყველას ჩვენ გვინდა, რომ ჩატარდეს", - თქვა მან. გუშინ საღამოს ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის&qu...
წყარო

Emma

თბილისი
  • 1 თვის წინ

Katia

თბილისი
  • 19 საათის წინ

Tekla

თბილისი
  • 29 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 11 თვის წინ

Anano

თბილისი
  • 8 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Annaa

თბილისი
  • 15 თვის წინ

Ilona varketili

თბილისი
  • 7 თვის წინ

Zeinab

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ