პეტერბურგში დააკავეს საქართველოდან ჩასული პოლიტოლოგი

რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელების ბრალდებით, სანქტ-პეტერბურგში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს პოლიტოლოგის, მოძრაობა „სოლიდარობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ევგენი ბესტუჟევის წინააღმდეგ. ინფორმაცია „ОВД-Инфо-მ" ბესტუჟევის ახლობელზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემა MR7.ru -ს ინფორმაცია დაუდასტურა პოლიტოლოგის მეგობარმა გეორგ გაბრიელიანმა. დღეს, 10 ნოემბერს, გახდა ცნობილი, რომ ევგენი ბესტუჟევი 25 ოქტომბერს დააკავეს, მის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად კი კომპიუტერი ამოიღეს. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკური სიძულვილის ნიადაგზე რუსული არმიის შესახებ ე.წ. ყალბი ცნობების გავრცელებისთვის. უცნობია, კონკრეტულად რომელი ქმედების გამო ადანაშაულებენ ბესტუჟევს, ვინაიდან სოციალურ ქსელ ВКонтакте-ს გვერდზე იძებნება მრავალი პოსტი, რომლებითაც ბესტუჟევი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კი ომის დაწყებაში ადანაშაულებს, იუწყება რადიო თავისუფლების პროგრამა Север.Реалии. გეორგ გაბრიელიანმა MR7.ru-ს უთხრა, რომ ბესტუჟევი 2022 წლის ზაფხულში „სოციალურ ქსელებში მისი პოსტების გამო გამოძიებამ გამოჰკითხა“. ოქტომბერში ბესტუჟევი საქართველოში იმყოფებოდა, რუსეთში დაბრუნებიდან ხუთი დღის შემდეგ კი დააკავეს. უცნობია, აღკვეთის რა ღონისძიება შეეფარდა მას. 62 წლის ევგენი ბესტუჟევი, „როტუნდის“ ცნობით, 1990-იანი წლების დასაწყისში მოძრაობა „დემოკრატიული რუსეთის“ ერთ-ერთი კოორდინატორი იყო. ორგანიზაცია დემოკრატიულ რეფორმებს ემხრობოდა და კომუნისტურ პარტიასა და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვთან დაპირისპირებაში, მხარს ბორის ელცინს უჭერდა. მოძრაობა „სოლიდარობა“ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის კრიტიკოსია. ბოლო დროს ორგანიზაცია არ აქტიურობდა. უკრაინაში სამხედრო შეჭრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 4 მარტს ხელი მოაწერა ახალ კანონს სიყალბისა და რუსული არმიის დისკრედიტაციის შესახებ. ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, საჯარო ქმედებებისთვის, რომლებიც მიმართულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ, გათვალისწინებულია 30-დან 50 ათას რუბლამდე ოდენობის ჯარიმა. რუსეთის მოქალაქეების აქციისკენ მოწოდება კი 50 000-დან 100 000 რუბლამდე ჯარიმით ისჯება. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „რუსეთისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“. ამ მუხლებით ბრალდებულებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რუსეთში ამ მუხლით უკვე რამდენიმე ათეული სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ...
წყარო
  • VIP

Elene

თბილისი
  • 30 წუთის წინ

Deaaa

ბათუმი
  • 15 თვის წინ
  • VIP

Anka transi

თბილისი
  • 1 წუთის წინ

Luda

თბილისი
  • 8 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 1 თვის წინ

Marika

თბილისი
  • 7 დღის წინ

Nini varketili

თბილისი
  • 2 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 2 თვის წინ

Sofi 26

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

ელის

თბილისი
  • 6 თვის წინ

Marisha

თბილისი
  • 1 თვის წინ

Dada

თბილისი
  • 13 საათის წინ