მართლმსაჯულების კოალიციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატები დაასახელა

"კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" დღეს, 9 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატები დაასახელა. კოალიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ თანამდებობაზე ეს ადამიანები ღირსეული კანდიდატები არიან. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელეს: ლიკა საჯაია - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი; ანა აბაშიძე - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი; დიმიტრი ხაჩიძე - ადვოკატი; "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი; სულხან სალაძე - კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი ("ღია სივრცე კავკასია"), "საიას" ყოფილი თავმჯდომარე; გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. "საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს სასამართლოს სისტემის მართვის კონსენსუსზე ორიენტირებული რეფორმისკენ და მყარ დაბრკოლებებს უნდა უქმნიდეს ძალაუფლების კონცენტრირებას, რომლის მანკიერი პრაქტიკა დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს", - აცხადებენ კოალიციაში. 2017 წლის 21 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეულ ოთხ არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2021 წლის ივნისში ამოეწურა. ესენი არიან: ირმა გელაშვილი, ლევან გზირიშვილი, ნაზი ჯანეზაშვილი და ზაზა ხარებავა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის სურვილი სულ 32-მა კანდიდატმა გამოთქვა. ასევე ნახეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევ კონკურსში 32 კანდიდატია წარდგენილი ...
წყარო

Nata

თბილისი
  • 10 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 29 თვის წინ

Salome

თბილისი
  • 1 თვის წინ

Taso88

თბილისი
  • 17 წუთის წინ

Liza

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mari batumii

ბათუმი
  • 9 საათის წინ

Lusi

თბილისი
  • 21 დღის წინ

Nuca

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Lilia

თბილისი
  • 12 საათის წინ

Sara

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Alivia

თბილისი
  • 19 საათის წინ

Alev

ბათუმი
  • 13 თვის წინ