ევროპარლამენტარები: საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება

საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ ჩვენს წევრ პარტიებთან ერთად, ევროკავშირის გაფართოების ერთგულია. საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთთან ერთად, ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეს. ამ პროცესით ძლიერდება ჩვენი ევროპული საზოგადოება. კარი გაიღო უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. იმისათვის, რომ საქართველომ ამ ეტაპს მიაღწიოს, მნიშვნელოვანი რეფორმებია საჭირო. კანონის უზენაესობის დაცვის, დამოუკიდებელი პრესისა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის დებულებები ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპელი ლიბერალებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ALDE-ს წევრ პარტიებთან საქართველოში ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი ყალბი ბრალდებებით გამოიტანეს, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მართლსაჯულების პოლიტიზირება უნდა შეწყდეს. საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ვალდებულნი არიან განახორციელონ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით პოლიტიკური კრიზისის დასრულებას ეხება. ეს არის გზა ევროკავშირის კანდიდატობისკენ. შემოუერთდით ჩვენს მოწოდებას და მოითხოვეთ ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება! მოგიწოდებთ, მიმართოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მოითხოვოთ ნიკა გვარამიას გათავისუფლება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს ALDE-ს პრეზიდენტი ილჰან კიუჩუკი აწერს. ევროპარლამენტარები აქვეყნებენ მეილის შაბლონებს, საიდანაც ევროპის მოქალაქეებს შეუძლიათ აირჩიონ და მიწერონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. კერძოდ, შაბლონის ტექსტი ასეთია: პირველი შაბლონი: საქართველო იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას! საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მხარს ვუჭერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მაგრამ ეს პროცესი წინ ვერ წავა, თუ ფუნდამენტური თავისუფლებები არ იქნება დაცული. კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული. დემოკრატიულ ქვეყანაში ოპოზიციურ ჟურნალისტებს თავისუფლად საუბრის საშუალება უნდა ჰქონდეთ. გთხოვთ, გაათავისუფლოთ ნიკა ...
წყარო

დეა

თბილისი
  • 19 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nuki

თბილისი
  • 1 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 10 დღის წინ

ვნებიანი გვანცა

თბილისი
  • 5 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nita

თბილისი
  • 12 თვის წინ

Sabrİna

ბათუმი
  • 2 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 33 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 10 საათის წინ

Anka varketili

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 5 თვის წინ