ალეკო ელისაშვილი: დეოლიგარქიზაციის კანონი ოპოზიციის მოგონილი სისულელეა – ეს არის ბუმერანგი, რომელიც…

დეოლიგარქიზაციის კანონი ოპოზიციის მოგონილი სისულელეა – ეს არის ბუმერანგი, რომელიც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ისროლა, დაუმიზნა ბიძინა ივანიშვილს და ხვდება მამუკა ხაზარაძეს და დანარჩენებს,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ოპოზიციის მხრიდან წყლის ნაყვაა. რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი „ფუყე და უშინაარსოა“. „ანტიკორუფციული ბიუროს საკითხი არის წყალწყალა, ამაო ძალისხმევაა, იმიტომ აკეთებენ, რომ „პწიჩკა“ დაუსვან. რა შინაარსი აქვს ამას? ამ სამსახურმა უნდა განსაზღვროს ანტიკორუფციული პოლიტიკა, მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. წარმოიდგინეთ, როგორი ფუყე და უშინაარსოა. რეალური ანტიკორუფციული სამსახური უნდა შეიქმნას, მაგრამ ეს არ იქნება, ამიტომ წყლის ნაყვას აზრი არ აქვს. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ესეც წყლის ნაყვაა, ოღონდ ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციის მოგონილი სისულელეა. ეს არის ბუმერანგი, რომელიც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ისროლა, დაუმიზნა ბიძინა ივანიშვილს და ხვდება მამუკა ხაზარაძეს და დანარჩენებს, სხვებს. ხოლო ის, რომ კეზერაშვილისთვის პასუხი უნდა მოეთხოვათ, ის კი ამდენი ხნის გამავლობაში ბაირამობს, „ქართული ოცნების“ ბრალია“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ უსამართლობა იქნება, თუ საქართველო ამ სტატუსს ვერ მიიღებს. „მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ, უსამართლობა იქნება, რომ არ მივიღოთ. უკრაინაზე ძვირს ვერ იტყვი, თუმცა უკრაინაში რომ ომი არ იყოს, მოლდოვა, უკრაინა და ჩვენ რომ დაგვაწყო, ასოცირების შეთანხმების პუნქტები 10-ჯერ უფრო მეტად გვაქვს შესრულებული. უბრალოდ, აქ დამაბრკოლებელი არის „ქართული ოცნების“ ქმედებები – ევროპარლამენტს რომ ლანძღავენ, თათხავენ, უშვერად ილანძღებიან, ზომა-წონას ვერ ხვდებიან, არ იციან, ვის როგორ ელაპარაკონ. ამის მიუხედავად კანდიდატის სტატუსი უნდა მივიღოთ, რადგან ეს ჩვენი დაჩაგვრა იქნება. თუმცა მანამდე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვიმუშაოთ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა....
წყარო

Vikaa

ბათუმი
  • 14 თვის წინ

Sveta

ქუთაისი
  • 12 თვის წინ

Eka

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Kesi mulatka

თბილისი
  • 5 დღის წინ

Natia

თბილისი
  • 5 თვის წინ
  • VIP

ანა

ბათუმი
  • 10 წუთის წინ

Aniko

ქუთაისი
  • 7 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 9 თვის წინ
  • VIP

mari mari

თბილისი
  • საიტზეა

Marishka

თბილისი
  • 17 თვის წინ

ტატა

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Nata transi tbilisi

თბილისი
  • 15 თვის წინ