უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხერსონის ოლქში შეტევა გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს დილით განაცხადა, რომ ხერსონის ოლქში შეტევა გრძელდება. გენშტაბის თანახმად, ოპერაციის უსაფრთხოების გამო, შედეგებს ოფიციალურად მოგვიანებით გამოაქვეყნებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ 10 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს თავდაცვის ძალებმა კონტროლი აღადგინეს ხერსონის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტზე. გენერალური შტაბის მიერ დღეს, 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილია 12-ივე გათავისუფლებული დასახლებული პუნქტი. три რუსეთმა 9 ნოემბერს განაცხადა, რომ სამხედრო ქვედანაყოფებს გადაიყვანს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე და შესაბამისად, დატოვებს მარჯვენას, სადაც ქალაქი ხერსონი მდებარეობს. უკრაინის ეს ტერიტორია რუსმა სამხედროებმა 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავეს. უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა, გენერალმა სუროვიკინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ თუ კიევი გააგრძელებს კახოვკის ჰესიდან წყლის გაშვებას ან დამცავ ჯებირზე უფრო ძლიერ სარაკეტო იერიშს მიიტანს, სამოქალაქო მოსახლეობა დამატებითი საფრთხის წინაშე დადგება, მარჯვენა ნაპირზე მყოფი რუსული ქვედანაყოფები კი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ უარყო რუსეთის საოკუპაციო ძალების განცხადებები, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს საფრთხეს უკრაინელი სამხედროები უქმნიან. 10 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვერც დაადასტურებენ და ვერც უარყოფენ ინფორმაციას ხერსონიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების ე.წ. გაყვანის შესახებ. გენერალ ზალუჟნის თანახმად, უკრაინის არმია შეტევას საკუთარი გეგმით განაგრძობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა კონაშენკოვმა 10 ნოემბერს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხედრო დაჯგუფებამ დაიწყო გადაადგილება მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან, კერძოდ, "დამტკიცებული გეგმის მკაცრად დაცვით, ნიკოლაევი-კრივოი-როგის მიმართულებით ხორციელდება რუსული ქვედანაყოფების მანევრი დნეპრის მარცხენა ნაპირზე მომზადებულ პოზიციებზე". 10 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთს ქალაქ ხერსონიდან ჯარების გასაყვანად, სულ მცირე, ერთი კვირა დასჭირდება. რეზნიკოვის ინფორმაციით, მთლიანად ხერსონის ოლქში 40 000 რუსი სამხედრო იმყოფება. ასევე ნახეთ ISW: ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო და შემოდგომაზე კიდევ უფრო ინტენსიური გახადა. 10 ნოემბე...
წყარო

Sofa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 57 წუთის წინ
  • VIP

Taso transi

თბილისი
  • 20 საათის წინ

Тибет

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lana

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Teoo

ბათუმი
  • 14 წუთის წინ

ნ უ ც ი

ქუთაისი
  • 2 საათის წინ
  • VIP

anania

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Alina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 13 დღის წინ
  • VIP

Natali❤️

თბილისი
  • საიტზეა

Nuru relaks

თბილისი
  • 6 დღის წინ