სიორიძე პარლამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უყაროს კენჭი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე პარლამენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩაატაროს კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცედურები, რათა "გამოვიდეთ კანონგარეშე ვითარებიდან". ამის შესახებ მან დღეს, 11 ნოემბერს, ბრიფინგი გამართა. სიორიძის თქმით, პარლამენტს დღემდე კენჭისყრაზე არ დაუყენებია პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები, რაც არღვევს კონსტიტუციას. "ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთ პუნქტთან, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში დაწყებულია ინტენსიური პროცესი, რომელშიც ჩართულია პრაქტიკულად ყველა სპექტრი... ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს ზიანს აყენებს ცესკოში არსებული ლეგიტიმაციის კრიზისი, რაც დაკავშირებულია ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის სტატუსთან. ამ პირებს 15 აგვისტოს გაუვიდა 6-თვიანი ვადა, საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი და კანონმდებლობის სრული დაცვით, შერჩეული კანდიდატები ასარჩევად წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. პარლამენტს არჩევისთვის ჰქონდა 14-დღიანი ვადა, თუმცა კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დაუყენებია, რაც სამართლებრივი პრობლემაა. მას ან უნდა აერჩია კანდიდატები, ან ჩაეგდო ისინი. ამის შემდეგ კვლავ გაგრძელდებოდა პროცესი. ეს არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპს, არამედ არღვევს ასარჩევი კანდიდატების კონსტიტუციის უფლებასაც, რომლებიც თვეებია უშედეგოდ ელოდებიან კენჭისყრას", - განაცხადა გიორგი სიორიძემ. 5 აგვისტოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები. კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა. ასევე ნახეთ ცესკო აცხადებს, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატები პრეზიდენტმა პოლიტიკური მოტივით შეარჩია ასევე ნახეთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ არ წარადგინა ზურაბიშვილმა კალანდარიშვილი "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით (100 დეპუტატით), მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე. გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ორჯერ 6-6-თვიანი ვადით იკავებს. ის ორივეჯერ პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა, თუმცა ოპოზიციური პარტიებისგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მას ამ თანამდებობის დაკავება მესამედაც სურდა. ასევე ნახეთ პოლიტიკური დავიდან ა...
წყარო

Frea

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • VIP

Kristinanica

თბილისი
  • 45 წუთის წინ

Nia transi

თბილისი
  • 9 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 12 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 3 დღის წინ

Dada. varketili

თბილისი
  • 12 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 5 თვის წინ

Milena

თბილისი
  • 15 საათის წინ
  • VIP

Mariami

თბილისი
  • 1 დღის წინ

Eka

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Kato

ბათუმი
  • 1 დღის წინ