გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მზად არის გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მზად არის გახდეს ამ პარტიის თავმჯდომარე. მან "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სჭირდება დახმარება საერთო მიზნის - პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ასევე ნახეთ არჩევნები ყველას უნდა - წავა თუ დარჩება მელია? "მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ, უღალატო ამომრჩეველთან ერთად მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით... ამიტომ მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო. დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. მიშა უნდა გათავისუფლდეს! ჩემთვის ეს არის პროექტი - თავისუფლება მიშას!" - აცხადებს ჩალაძე. ასევე ნახეთ ცისკარიშვილი, ხაბეიშვილი და დეკანოიძე არ აპირებენ კენჭი იყარონ ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა 9 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა. ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი ითხოვს, ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები იმავე საღამოს ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამაც და აღნიშნა, რომ "არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია". ასევე ნახეთ ნიკა მელია: თუ რამეა ჩემთვის კომფორტული, ეს არჩევნებია "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ასევე ნახეთ ნიკა მელია უარყოფს, რომ მას პარტიაში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 24 სექტემბერს "მთავარი არხის" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ნიკა მელიას ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა მისი თანამდებობიდან გადადგომა. "ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს - 0,1 პროცენტი არ არის რეალობის. არ ვიცი, საიდან ჩნდება მსგავსი ინფორმაცია... ოდნავ მაინც რომ შეესაბამებოდეს რეალობას, ამას დაგიდასტურებდით. "ნაციონალურ მოძრაობაში" ძირეულ ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს და მიიღებს, მომავალში განსაკუთრებით, მისი ამომრჩეველი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2020 წელს პირველად მოხდა ეს ქართულ პოლიტიკურ რეალ...
წყარო

❤️nina❤️

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 9 დღის წინ

Sabrina

თბილისი
  • 15 თვის წინ

Marina

თბილისი
  • 4 თვის წინ

Natia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Miranda

თბილისი
  • 2 დღის წინ

Анжелина

თბილისი
  • 30 თვის წინ

Ilona varketili

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 1 თვის წინ

Viki

თბილისი
  • 1 თვის წინ

Elene

რუსთავი
  • 21 დღის წინ

❤ანუკი❤

თბილისი
  • 7 თვის წინ