რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძეზე: პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესმა კომიკური სახე მიიღო. ასე გამოეხმაურა გოცირიძე გიორგი ჩალაძის სურვილს, გახდეს პარტიის თავმჯდომარე. "ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?.. პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით", - წერს გოცირიძე "ფეისბუკზე". დეპუტატმა გამოაქვეყნა გიორგი ჩალაძის სახელით სოციალურ ქსელში დადებული სტატუსის ფოტო, რომელშიც წერია, რომ "ზოგს ინტელექტი აკლია (ან არ აქვს), ზოგი ვირეშმაკაა. ზოგიც, უბრალოდ, კუპონა". три რომან გოცირიძე წლების წინ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო. როგორც ის აცხადებს, სწორედ მისი ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს შეიქმნა ქართული ვალუტა - "ლარი". ხელისუფლების წარმომადგენლები გოცირიძეს "კუპონად" მოიხსენიებენ - ამ სახელწოდების ფულის ერთეული შეცვალა მოგვიანებით ლარმა. "ეს პოსტი, შევარდნაძე-ქართული ოცნების დეზინფორმაცია, გამოაქვეყნა აგვისტოს თვეში, სრულიად უმიზეზოდ", - წერს გოცირიძე ჩალაძის შესახებ. 11 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტის დაკავების სურვილი აქვს ამავე პარტიის წევრ გიორგი ჩალაძეს. ასევე ნახეთ გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ მზად არის გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის", წევრთა ნაწილი პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ საკითხზე პოლიტიკოსების ერთმა ჯგუფმა 9 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა. ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილი ითხოვს, ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები იმავე საღამოს ბრიფინგი გამართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამაც და აღნიშნა, რომ "არჩევნები მისთვის ყველაზე კომფორტული პროცესია". ასევე ნახეთ ნიკა მელია: თუ რამეა ჩემთვის კომფორტული, ეს არჩევნებია "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ხელახლა არჩევაზე საუბარი სექტემბერში დაიწყო, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიის ოფისში აქტივისტებსა და ნიკა მელიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ასევე ნახეთ ნიკა მელია უარყოფს, რომ მას პარტიაში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 24 სექტემბერს "მთავარი არხის" წამყვანმა ეკა კვესიტაძემ ნიკა მელიას ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა მისი თანამდებობიდან გადადგომა. "ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს - 0,1 პროცენტი...
წყარო

Liza

თბილისი
  • 5 საათის წინ

Marii

თბილისი
  • 25 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 16 თვის წინ

Lina

თბილისი
  • 2 წუთის წინ

Nara

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nuki

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marisha

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 7 საათის წინ
  • VIP

Viona

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nita

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika-vip

თბილისი
  • 27 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 8 თვის წინ