"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მუშევანში RMG-ის მიერ ოქროს მოპოვებაზე ნებართვას გაასაჩივრებს 

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 1 ნოემბერს ბოლნისის სოფელ მუშევანთან ოქროს მოპოვებაზე ნებართვა RMG-ზე კანონის დარღვევით გასცა, რასაც ორგანიზაცია სასამართლოში გაასაჩივრებს. დღეს, 15:00-ზე კი ნებართვის გაცემის გასაპროტესტებლად მუშევანში აქცია დაიგეგმა. "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" დარღვევებს შორის აღნიშნავს იმას, რომ პროცესში სათანადოდ არ მონაწილეობდა ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობა, სააგენტომ კი არ განიხილა და უგულებელყო "სოციალური სამართლიანობის ცენტრისა" და გარემოსდაცვითი ექსპერტის მიერ წარდგენილი შენიშვნები. "სოფელ მუშევანში უკვე გამოჩნდა სამუშაო ტექნიკა და როგორც გზშ დოკუმენტაციიდან ირკვევა, წიაღისეულის მოპოვება სოფელ მუშევანიდან 808 მეტრში ღია კარიერული წესით მოხდება, რაც მოითხოვს კვირაში 1-2 აფეთქებას, ხოლო მოპოვებული მადნის ტრანსპორტირება დაგეგმილია ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით. გარდა ამისა, სოფელთან ახლოს იგეგმება მასშტაბური დამხმარე ინფრასტრუქტურის აგება. კერძოდ, დაგეგმილია საწარმოო მოედნის, მომსახურე პერსონალის ოფისის, ტექნიკის ავტოსადგომის, მისასვლელი გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. გარდა ამისა, კარიერის მიმდებარედ განთავსდება 25,7 ჰექტარი ფართობის ფუჭი ქანების სანაყარო. მოცემულ ეტაპზე დაგეგმილი საქმიანობა გულისხმობს ღია კარიერული წესით ოქროს და სპილენძის მოპოვებას მომდევნო 6 წლის განმავლობაში, თუმცა კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს როგორც ამ ვადის ისე, მოპოვების არეალის გაზრდა", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში. მათივე ცნობით, მუშევანის მოსახლეობა წუხს, რომ ოქროს მოპოვების სამუშაოები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს მათ სოფელზე: "გარდა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისა, მოპოვება, მიწის დაბინძურების გამო, შეიცავს სარჩოს დაკარგვის რისკებს". ოქროს დაგეგმილი მოპოვების არეალი ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" წერს, რომ მოსახლეობის ინფორმაციით, წიაღისეულის მოპოვების საკითხზე საჯარო განხილვას სოფლის დაახლოებით 600 მუდმივი მცხოვრებიდან მხოლოდ დაახლოებით 70 ესწრებოდა, საჯარო განხილვის შესახებ გამოკრული ცნობა კი მხოლოდ ქართულ ენაზე იყო: "ადგილობრივების ცნობით, განხილვაზე ერთი თარჯიმნის არსებობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა მათთვის ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემას. გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მიწოდებული არ ყოფილა უმცირესობის ენაზე თარგმნილი გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში ან, როგორც მინიმუმ, აღნიშნული ანგარიშის არატექნიკური რეზიუმე. ამ ვითარებაში გამოდის, რომ პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობას ინფორმაცია მხოლოდ ზეპირსიტყვიერად მიეწო...
წყარო

Lala

ქუთაისი
  • 9 დღის წინ

ბარბი

ბათუმი
  • 6 თვის წინ
  • 100%

Tako

თბილისი
  • 7 თვის წინ
  • VIP

Ina

თბილისი
  • საიტზეა

Anna

თბილისი
  • 15 თვის წინ

Dea

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Taso

ქუთაისი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Ankaa

ბათუმი
  • 6 საათის წინ

Luba

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nuki

რუსთავი
  • 7 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 30 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 7 თვის წინ