მიხეილ სააკაშვილი კვლევების ჩასატარებლად გადაყვანილი ჰყავდათ სხვა კლინიკაში

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლევების ჩასატარებლად კლინიკა "ვივამედიდან" სხვა სამედიცინო დაწესებულებაში ჰყავდათ გადაყვანილი. ინფორმაცია მედიას დაუდასტურა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, "პაციენტი გარკვეული დაავადების გამორიცხვის ან დადასტურების მიზნით იქნა გადაყვანილი სხვა კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა MRI კვლევა." ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, ამ კონკრეტული კვლევის ჩატარება ვივამედში ტექნიკური პრობლემის გამო იყო შეუძლებელი, ვინაიდან შესაბამისი აპარატი დღეს არ მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ტუბერკულოზი აქვს. ასევე ნახეთ აქვს თუ არა სააკაშვილს ტუბერკულოზი? - "ვივამედის" პასუხი "ჩვენ გვქონდა კვლევები გაკეთებული საქართველოში, მაგრამ გადამოწმების მიზნით გაიგზავნა გერმანიაში, საიდანაც მივიღეთ იდენტური პასუხი ტუბერკულოზთან დაკავშირებით. მითითებულ ანალიზში კატეგორიულად არ არის ნათქვამი, იქ მითითებულია კვლევები, რომელიც უნდა ჩატარდეს. დაველოდოთ, იქნება დიაგნოზი. უახლოეს დღეებში ნახავენ სპეციალისტები, შეაჯერებენ ყველა მონაცემებს და იქნება გადაწყვეტილება", - უთხრა ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად მაშინ ზურაბ ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას. მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და ადვოკატები თვეებია, ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი კლინიკაში განთავსების მიუხედავად, უარესდება. ისინი სამკურნალოდ მიხეილ სააკაშვილის მესამე ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ. თავად სააკაშვილმა რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს პოლიტიკა აღარ აინტერესებს და მისი ინტერესის საგანი სრულად არის უკრაინაში მიმდინარე ომი. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საქართველოში საფრთხე არ ემუქრება და უარს ამბობს მისი რომელიმე ქვეყანაში სამკურნალოდ გაშვების შესაძლებლობის განხილვაზე. ...
წყარო

Natka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ella

ბათუმი
  • 2 თვის წინ
  • 100%

Tesa

თბილისი
  • 2 თვის წინ

Sali varketili

თბილისი
  • 2 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 3 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 2 დღის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • საიტზეა

Ruska

თბილისი
  • 15 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 29 თვის წინ

Emilia

თბილისი
  • 20 დღის წინ

Eka

თბილისი
  • 11 თვის წინ

Mia

თბილისი
  • 14 დღის წინ